ამბები

იმერეთშ ი 15 წლის გოგონაზე ძალადობის გამო მისი 29 წლის მეუღლე დააკავეს

by | Nov 5, 2016

MIA_sharkიმერეთში მცხოვრები 15 წლის გოგონა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მას 29 წლის მეუღლე სისტემატიურად სცემდა. დაზარალებულის მშობლების მტკიცებით, გოგონას „ჩამოყრილი აქვს კბილები, დამტვრეული აქვს ნეკნი და გატეხილი აქვს ცხვირი“.

შემთხვევა ერთი კვირის წინ გახდა ცნობილი და არასრულწლოვან ცოლზე ძალადობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი შს სამინისტრომ უკვე დააკავა. გამოძიება სს კოდექსის“ 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა ოჯახი მოძალადის დასჯას ასევე სს კოდექსის 138-ე, არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის მუხლით ითხოვს, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ძალადობის დეტალებზე გოგონას დედა “მაესტროსთან” საუბრობს. ის ამბობს, რომ მისი არასრულწლოვანი გოგონა 29 წლის მამაკაცს 4 თვის წინ საკუთარი სურვილით გაჰყვა ცოლად და ისინი არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდნენ.

დედის თქმით, ერთი თვის შემდეგ მის 15 წლის შვილზე ქმარი სისტემატურად ძალადობდა. მუდმივად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და სცემდა გაყინული ბოთლით, ფეხებით და ხელკეტით. დედა ამბობს იმასაც, რომ მეუღლემ გოგონა ტუბერკულოზით დააინფიცირა.

“აღმოჩნდა ტუბით ავადმყოფი და გადადო ჩემ შვილსაც. ცოლის მოყვანიდან მალევე დაიწყო ჩემი შვილის წამება და არაადამიანური მოპყრობა. არის ნაცემი უმოწყალოდ. ჩამოყრილი აქვს კბილები, გატეხილი აქვს ერთი ნეკნი, გატეხილი აქვს ცხვირი, თავის არეში ნარტყამი აქვს ბოთლი.  ზურგზე მთლიანი ფეხის ზომა აიღო ექსპერტმა. ექსპერტმა პირდაპირ გვითხრა, რომ განზრახ სიკვდილის მოსპობის მცდელობას ჰქონდა ადგილი,“ – აცხადებს არასრულწლოვანი გოგონას დედა.

სისტემატური ძალადობის მიუხედავად არასრულწლოვანი მომხდარს საიდუმლოდ ინახავდა. მშობლებს ყველაფერი მას შემდეგ მოუყვა, რაც მეუღლის ინფექციური დაავადების შესახებ გაიგო. დედის თქმით, დაინფიცირებულია თავად მოზარდიც და ის მოძალადის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

“მინდა, რომ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისთვის გამო აგოს პასუხი. მან ჩემს შვილს მთელი ცხოვრება დაუმახინჯა. აუცილებლად უნდა აგოს პასუხი იმისთვისაც, რომ ჩემს შვილს განზრახ გადადო დაავადება,” – ამბობს დედა.

დაზარალებულის ადვოკატი ელისო რუხაძე DFWatch-თან საუბრისას ამბობს, რომ საქმეში არა მარტო ოჯახური ძალადობის, არამედ უფრო მძიმე სს ბრალდებაზეა საუბარი.

“დაახლოებით ერთი კვირის წინ, ბოლო ცემის მერე გაამხილა გოგონამ და ბრალდებული მაშინ დააკავეს. გოგონა ახლა დედასთან და და-ძმასთან ერთად იმყოფება. ფიზიკურად მისი მდგომარეობა საგანგაშო არ არის. უფრო ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდის, თუნდაც ამ აჟიოტაჟის  გამო. ოჯახური ძალადობის გარდა ვლინდება სხვა უფრო მძიმე  ტიპის სს დანაშაულის ნიშნები, რომელთა დადასტურების შემთხვევაში უფრი მკაცრი სასჯელი მოელის მოძალადეს. 16-წლამდე სქესობრივი კავშირი დასჯადია სს კოდექსის 138-ე მუხლით და თუ ეს დადასტურდება, რა თქმა უნდა სასჯელი დაემატება. ინფორმაცია კონფიდენციალურია და წინასწარ ვერაფრს ვეტყვი, “ – აღნიშნავს ადვოკატი.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031