ამბები

    იგორ გიორგაძე ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს

    by | Jul 23, 2016

    igor giorgadzeუშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის მიმართ , რომელიც ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ 1995 წელს მოწყობილი ტერაქტის გამობრალდებული, ინტერპოლმა ძებნა შეწყვიტა.  

    თავად ექსმინისტრი აცხადებს, რომ ის მალე თბილისშიც აპირებს ჩამოსვლას. მისი საქმის გადახედვა ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს და გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

    თავის მხრივ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში  აცხადებენ, რომ ყველა საშუალებას მიმართავენ, რათა ტერორიზმში ბრალდებული გიორგაძის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა აღდგეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, წინა შემთხვევების მსგავსად, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ საკითხი განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება ქართულ მხარესთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე მიიღო.

    აღსანიშნავია, რომ ინტერპოლმა ძებნა ასევე შეწყვიტა სააკაშვილისდროინდელ მაღალჩინოსნებზეც – იუსტიციის ექსმინისტრ ზურაბ ადეიშვილზე, თავდაცვის ექსმინისტრ დავით კეზერაშვილზე, სოდ-ის ყოფილ ხელმძღვანელ ერეკლე კოდუაზე, კუდ-ის ყოფილ უფროსზე, დათა ახალაიაზე და, პროკურატურის განცხადებების მიუხედავად, რომ მათ ისევ ჩასმას მოითხოვდნენ, ეს ადამიანები ძებნილთა შორის დღეს არ არიან.

    წითელი ცირკულარით ძებნის გაუქმებაზე  ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში მოსკოვიდან სატელეფონო საუბრისას თავად გიორგაძემ ისაუბრა.

    „ინტერპოლმა განიხილა ჩემი საქმე და ძებნა მოხსნა. ახლა სასამართლო განიხილავს ჩემს საქმეს. დაუკავშირდით ჩემს ადვოკატებს და გეტყვიან ზუსტ რიცხვს. ინიცირება გავუკეთეთ, რომ სასამართლომ განიხილოს, რამდენად შეესაბამება ჩემი, თითქმის 21 წელი პოლიტიკურად დევნა იმ სიტუაციას, რაც ჩემს გარშემო არსებობს,“- აღნიშნა გიორგაძემ.

    განაცხადა, რომ გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას, და ამიტომ სასამართლოს დადგენილებას ელოდება. თუმცა  უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭის ყრას აპირებს.

    ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ პოლიტიკური დევნის არსებობა საქმის მასალებიდანაც დასტურდება და სწორედ ამიტომ მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება ინტერპოლმა.

    თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგაძის საქმის გადახედვა წელს, 30 მარტიდან დაიწყო და პროცესი ჯერ ისევ მიმდინარეობს. ექსმინისტრი 1995 წლის ტერაქტის ორგანიზებაში მისი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობს.

    გიორგაძეს ბრალად ედებოდა 1995 წლის 29 აგვისტოს საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტზე, ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ორგანიზება, რის შემდეგაც მან საქართველო დატოვა და 21 წელი რუსეთში ცხოვრობს. სასამართლომ განაჩენი 1997 წლის  აპრილში გამოიტანა,  მას 17 წლით პატიმრობა მიესაჯა. ის ამ წლების განმავლობაში ინტერპოლით იძებნებოდა.

    გიორგაძე, მას შემდეგ რაც რუსეთში გაიქცა, საქართველოს ხელისუფლებასთან ღია კონფრონტაციაზე გადავიდა და მას მოსკოვი ყოველთვის განიხილავდა საქართველოში მისი პოლიტიკის მთავარ დასაყრდენად, უფრო მეტიც, რუსეთის მიერ საქართველოში გავლენის აღდგენის ან გადატრიალების შემთხვევაში – საქართველოს პირველ პირადაც. ძებნაში ყოფნისას გიორგაძემ დააფუძნა პარტია „სამართლიანობა“ და ორგანიზაცია „ანტისოროსი“. 2006 წლის 6 სექტემბერს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა (კუდ-ი) დააკავა მისი ორგანიზაციის 13 აქტივისტი და ამბოხის  მოწყობის ბრალდებით გაასამართლა.

    გიორგაძეს ასევე უკავშირებენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის,  გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ 1994 წელს განხორციელებულ ტერაქტსაც.

     



    ads
    ads
    ads

    No Comments, Leave a comment

    You must be logged in to post a comment.

    ძიება თარიღის მიხედვით

    September 2016
    M T W T F S S
    « Aug    
     1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    2627282930