ამბები

ახალქალაქში დედისა და 3 შვილის მკვლელობაზე 24 წლის კაცი დაიჭირეს

by | Jul 12, 2016
1468234971_mkvlelloba

(Jnews)

ახალქალაქთან, სოფელ ვაჩიანში მოკლული 37 წლის ქალისა და მისი სამი შვილის  საქმეზე იმავე სოფლის მცხოვრები 24 წლის ნოდარ აკოპოვი დააკავეს. ამის შესახებ, ინფორმაცია შს სამინისტრომ ორშაბათს, 11 ივლისს გაავრცელა. უწყების ცნობით, დაკავებულმა დანაშაული უკვე აღიარა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ნოდარ ა.-მ ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში, ქურდობის მიზნით, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან შეაღწია. სახლის მეპატრონემ და მისმა ოჯახის წევრებმა იგი შენიშნეს და წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ნოდარ ა.-მ ბლაგვი საგნით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ქალბატონი და მისი 2 შვილი, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ამის შემდეგ, ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სახლში ხანძარი  გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. წინასწარი ინფორმაციით, ოჯახის მეოთხე წევრი, მცირეწლოვანი ბავშვი, გაგუდვის შედეგად დაიღუპა,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ადგილობრივი სააგენტო jnews.ge კი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ დაკავებულს თანამზრახველები ჰყავდა და დანაშაული სულ სამმა ადამიანმა ჩაიდინა.

ამასთან დაკავშირებით, DFWatch-ს შს სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და, გარდა განცხადებისა, დამატებით დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ კაჩოტიანების ოჯახის წევრები – დედა და მისი სამი შვილი 18 და 16 წლის გოგონები და 5 წლის ბიჭი,  საკუთარ სახლში,  10 ივლისს, კვირას გარდაცვლილები ნახეს. სახლში მხოლოდ დედა და შვილები ცხოვრობდნენ.

გარდაცვლილების მეუღლე და მამა რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს, და ოჯახს იქიდან არჩენს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას გულისხმობას და  თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031