ამბები

შსს-მ კორცხელის ინციდენტზე სპორტსმენებს ბრალი წარუდგინა, გეგეშიძეს 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება

by | Jun 2, 2016
Nika Melia (center) and Tengiz Gunava, MP, in Kirtskheli after the incident. (20300

Nika Melia (center) and Tengiz Gunava, MP, in Kirtskheli after the incident. (20300

10-დღიანი გამოძიების შემდეგ შსს კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს ბრალი წაუყენა. მათგან ერთსვლადიმერ გეგეშიძეს, ბერძნულრომაული სტილში მოჭიდავესა და საქართველოს ნაკრების წევრს, რომელსაცნაციონალური მოძრაობათავდამსხმელთა ჯგუფის ხელმძღვანელად ასახელებდა, 4-დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 22 მაისს შსს სამეგრელოზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სსკის 125- ცემის მუხლით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის ფაქტზე.

აღნიშნულ სს საქმეზე, 24 მაისს, შს სამინისტროში ნებაყოფლობით გამოცხადდა ინციდენტში მონაწილე 6 პირი, რომლებიც მოწმის სახით გამოიკითხნენ. გამოძიების მსვლელობისას, ასევე გამოიკითხა ინციდენტის მონაწილე მეორე მხარეც. დაინიშნა სასამართლოსამედიცინო და ფიზიოტექნიკური ექსპერტიზები.

შემდეგ შსს მუხლი გადააკვალიფიციურა შედარებით მძიმეხულიგნობის ბრალდებაზე.

უწყება განმარტავს, რომ 2016 წლის 1 ივნისს, ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი .-, კობა .-, გიორგი .-, ნოშრევან .- და გრიგოლ .- ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკის 239- მუხლის მეორე ნაწილისქვეპუნქტით. რაც ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 200-საათამდე ან გამოსასწორებელ შრომას 2-წლამდე ან პატიმრობას 2-დან 5-წლამდე.

ხოლო ვლადიმერ. ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ 239- მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც ისჯება 4-დან 7-წლამდე პატიმრობით.

ჯერჯერობით, არც ერთი მათგანი არ დაუკავებიათ.

აღსანიშნავია ის, რომ შსს-ს მიერ ჩამოთვლილ პირთა დიდი ნაწილინაციონალურმა მოძრაობამინციდენტის დღესვე დაასახელა და გაავრცელა კიდეც კადრები, სადაც ეს პირები მათი პარტიის წევრებსგიგა ბოკერიას, ნიკა მელიასა და თენგიზ გუნავას დაესხნენ თავს.

მათი მტკიცებით, სპორტსმენები  ჯგუფის ხელმძღვანელები იყვნენ ვლადიმერ გეგეშიძე – ბერძნულრომაული სტილში მოჭიდავე, საქართველოს ნაკრების წევრი და კობა ტყეშელაშვილი. დღეს ორივე მათგანს ბრალდება წარდგენილი აქვს.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

July 2017
M T W T F S S
« Apr    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31