ვისაც უნდა დამკითხოს, თუმცა საჯაროდ ეს თემა დავამთავრე, – ამის შესახებ კრწანისის სასწავლო ცენტრში თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საგარეჯოს არჩევნების საკითხზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ამბობს, რომ მისი მხრიდან ყველა დოკუმენტი წარმოდგენილია.
“ჩემი მხრიდან, ვფიქრობ, ყველაფერი ვთქვი. ყველა დოკუმენტი სახეზეა და ვინც უნდა, რომ გაიგოს, გაიგებს. ვისაც შეუძლია, წაიკითხოს და წაკითხულის შინაარსი, პირველ კლასში რომ ასწავლიან, გამოიტანოს. ვისაც არ უნდა, ვერ გაიგებს. ასე რომ, ამ საუბარს აზრი აღარ აქვს. ვისაც უნდა, დამკითხოს, სადაც უნდათ იქ მივალ, რა დოკუმენტებსაც უნდათ, იმას მივიტან. ჩემთვის ეს იმდენად არასერიოზული საკითხია, რომ მზად ვარ, ყველგან, ყველანაირ ფორმატში საუბრისთვის, თუმცა საჯაროდ ეს თემა დავასრულე”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
საგარეჯოს შუალედური არჩევნების შედეგებზე პროკურატურამ გამოძიება 25 თებერვალს დაიწყო. ამ მოთხოვნით საგამოძიებო უწყებას ა/ო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მიმართა.
გამოძიება სს კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3-წლამდე.
ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე დეპუტატი გოგი თოფაძე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.
საგარეჯოს საპარლამენტო შუალედურ არჩევნებში, რომელიც შარშან ოქტომბერში ჩატარდა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, “რესპუბლიკელმა” თამარ ხიდაშელმა გაიმარჯვა, რომელიც თავდაცვის მინისტრის თანაპატიელი და ახლობელია.
მაშინ არჩვენებს ოპოზიციამ, “პატრიოტთა ალიანსის” გარდა, ბოიკოტი გამოუცხადა. “ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ხიდაშელთან მინიმალური სხვაობით წააგო. ის ამტკიცებდა, რომ “რესპუბლიკელებმა” არჩევნები გააყალბეს, რისთვისაც ამ პარტიის წევრმა მინისტრებმა, განსაკუთრებით თავდაცვის მინისტრმა, ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენეს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.