ცხინვალში ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ხანძარი გაჩნდა. სულ დაახლოებით 150 კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულიიყო საგანგებო სიტუაციების სამსახური. ინფორმაციას და ფოტოებს ადგილობრივი სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. თუმცა, წინასწარი მონაცემებით, მიზეზი შესაძლოა ახალ საკონფერენციო დარბაზში ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა იყოს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.