ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტს, ვიტალი გაბნიას თავში ჭიქა ჩაარტყეს და ამ ინციდენტის გამო ის თანამდებობიდან გადადგა და აპირებს, რომ „ღისება აფხაზურად დაიცვას”.
„ბევრ თქვენგანს სმენია ინციდენტზე, ჩხუბზე ჩემი მონაწილეობით. საჭიროდ მივიჩნევ ამაზე ვისაუბრო. შელაპარაკების შემდეგ ერთ-ერთი მამაკაცი ადგა და ზურგიდან თავში ჭიქა ჩამარტყა. იძულებული ვარ თანამდებობიდან გადავდგე, რათა ჩემი ღირსება დავიცვა. ეს პოლიტიკურ რეალიებთან კავშირში არ არის “, – განაცხადა ვიტალი გაბნიამ.
ყოფილი დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი უკმაყოფილოა იმით, რომ ეს თავდასხმა გამოძიებული არ არის და გადადგომის მიზეზადაც დამნაშავეების დაუსჯელობა დაასახელა. მისი განცხადებით, გადადგომის შემდეგ ის ღირსების დასაცავად „აფხაზურად იმოქმედებს“.
„მთლიანობაში, სამართალდამცველი სისტემა განადგურებულია. სახელმწიფოს კლავენ, როდესაც არ სჯიან დამნაშავეებს და სჯიან უდანაშაულოებს. გადადგომის გადაწყვეტილება მივიღე, რადგან არ შემიძლია, დავიცვა ჩემი უფლება და ჩემი ღირსება ასეთ მაღალ თანამდებობაზეც კი. მე ასეთი შესაძლებლობა მხოლოდ აფხაზურად მოქმედების შემდეგ მექნება“, – განაცხადა გაბნიამ.
ვიტალი გაბნია დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.