ამბები

DF Talk: რა გავლენა მოახდინა ყარაბაღის კონფლიქტის განახლებამ აზერბაიჯანელ და სომხებს შორის ურთიერთობებზე საქართველოში

by | Apr 14, 2016

11728708_682313928535855_8784083295565991614_oმთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ბოლოდროინდელმა გამწვავებამ დიდი გავლენა მოახდინა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ და სომხურ სათვისტომოებზეც. ამ ომს გარკვეული გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში, რაც პროაზერბაიჯანული ან პროსომხური ნაციონალისტური ჯგუფების წარმოჩენაში გამოიხატა. საუბარია იმაზეც, რომ  საქართველოს რამდენიმე მოქალაქე ყარაბაღში საომრად წავიდა.

აზერბაიჯანელთა და სომეხთა ურთიერთობები საქართველოს სახელმწიფოს წინაშე დიდ გამოწვევად რჩება. პოლიტიკური დეკლარაციების დონეზე საქართველოში ეს ურთიერთობები მეგობრულია. რეალურად, დიდწილად ასეცაა. თუმცა სხვადასხვა ძალები, მათ შორის რადიკალური ნაციონალისტური ჯგუფები ორივე მხრიდან სიტუაციის დაძაბვისთვის ძალას არ იშურებენ.

პარასკევს აზერბაიჯანელთა და სომეხთა შორის ურთიერთობების დინამიკაზე, საქართველოსთვის მისი შედეგებისა და სახელმწიფოს როლზე დისკუსია გაიმართება,   Frontline Georgia-ს კლუბში.

დისკუსიაში მონაწილეობას იღებენ: ალი ბაბაევი — „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე;

სლავა მეჟდოიანი — ურთიერთობების საკითხებში ექსპერტი, „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ გამგეობის ყოფილი წევრი;

ზაურ ხალილოვი — „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ დირექტორი;

არნოლდ სტეფანიანი — „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე.

დისკუსიი მოდერატორია დომინიკ ქშიშტოფ ცაგარა, საქართველოში მცხოვრები პოლონელი მკვლევარი და ჟურნალისტი.

ღონისძიების დასასრულს გაიმართება არაფორმალური დისკუსია ყავასთან ერთად.

DF Talk არის საინფორმაციო ვებგვერდი DF Watch-ის ახალი პროექტი, სადაც ყოველთვიურად ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და გადაწყვეტილების მიმღები პირები მონაწილეობენ უმცირესობებსა ან ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ თემებზე საჯარო განხილვებში.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930