ამბები

დღეს თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით საავტომობილო გზა გადაიკეტება

by | Nov 24, 2016

Zahesi_bridgeთბილისის შემოსასვლელთან ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოების გამო, ხუთშაბათს, 24 ნოემბერს, თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, საავტომობილი გზა რამდენიმე საათით გადაიკეტება და ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტით იმოძრავებენ. 

კონკრეტულად კი, აღმაშენებლის ხეივნიდან საავტომობილო ნაკადი გადაერთვება მინდელის სახელობის ხიდების (გლდანის ხიდების) მიმართულებით, გაივლის სარაჯიშვილის გამზირს და ზაჰესის დასახლების გავლით მოხვდება ცენტრალურ ავტომაგისტრალზე. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ზაჰესის ხიდზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი ადგილზე გაეცნო და განცხადებაც გააკეთა.

დავით ნარმანიას თქმით, ამ ეტაპისთვის, ხიდზე ყველაზე რთული სამუშაოები მიმდინარეობს.

„ხიდზე მიმდინარე საკმაოდ რთული სამუშაოების გამო, ხვალ შუადღემდე, დღის ერთ მონაკვეთში, თბილისიდან გამავალ მანქანებზე მცირედი შეზღუდვა დაწესდება. ამის შესახებ, მძღოლებს, საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით, წინასწარ ეცნობებათ. მოძრაობა დროებით გლდანი-კონიაკის დასახლების მიმართულებით გადაერთვება, თუმცა ეს იქნება ძალიან მცირე შეფერხება, რის შემდეგაც მოძრაობა ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგება,“ – განაცხადა ნარმანიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, უკვე დასრულდა ხიდის ბურჯების მოწყობა, მიმდინარეობს მალის ნაშენის მონტაჟი, რისთვისაც კონტრაქტორმა კომპანიამ სპეციალური ტექნიკა – 300 ტონიანი ამწე აზერბაიჯანიდან შემოყვანა. შემდეგ ეტაპზე დაიგება რკინა-ბეტონის ფილები და მოეწყობა ასფალტის ახალი საფარი. მალის დამონტაჟება 24 ნოემბერს დაიწყება.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031