ამბები

საქართველოს გავლით ირანი-ბულგარეთის მარშრუტზე მუშაობა დაიწყო, აცხადებენ რკინიგზაში

by | Sep 26, 2016
177450_src

(haqqin.az)

ირანიდან ევროპისაკენ სარკინიგზო სატრანსპორტო კორიდორის მშენებლობაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია გადასული.

ამ პროექტის შესახებ ინფორმაცია ბულგარეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გავრცელებული, სადაც აღნიშნულია, რომ  19 სექტემბერს, ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეის მიმდინარეობისას ირანისა და ბულგარეთის პრეზიდენტებმა, ჰასან რუჰანიმ და როსენ პლევნელიევმა, შეხვედრაზე სატრანსპორტო კორიდორის მშენებლობის შესაძლებლობაზე ისაუბრეს.

„ირანი გეგმავს რკინიგზის სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობას საქართველოს გავლით და განიხილავს ბულგარეთს, როგორც ევროპასთან სატრანსპორტო კავშირის პროექტის რეალიზების პრივილეგირებულ საშუალებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ ირანელ ბიზნესმენებს შეუძლიათ ისარგებლონ ბულგარეთის საგადასახადო სისტემის მოქნილი პირობებით, რათა საკუთარი კომპანიები ევროპულ ბაზარზე გაიტანონ.

საუბარია პროექტზე, რომლითაც  საქართველო, სომხეთი, ირანი, ბულგარეთი და საბერძნეთი ერთიანი სატრანსპორტო კორიდორს შექმნიან და რომელიც შავ ზღვას და სპარსეთის ყურესთან დააკავშირებს. ამ პროექტში  თურქეთი ჩართული არ იქნება,  რადგან ის ბოლო პერიოდში ტერორისტების სამიზნედ იქცა.

ამ ქვეყნების წარმომადგენლებს შორის რამდენიმე შეხვედრა უკვე შედგა კიდეც. მათ შორის 14-15 ივლისს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში.

„საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია დაჩი ცაგურია DFWatch-თან საუბრისას ამბობს, რომ ამ პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, რამდენიმე შეხვედრა შედგა და მისი ამოქმედება რეალურია, თუმცა რას დახარჯავს საქართველო ამ პროექტის ასამოქმედებლად,  როდის შეიძლება გავიდეს პირველი სატვირთო ლოკომოტივი ირანიდან საქართველოს გავლით და რამდენით შეიძლება გაიზარდოს გადაზიდვის მოცულობა და შესაბამისად შემოსავალი, ამაზე კონკრეტულ საუბარს ჯერ ნაადრევად მიიჩნევს.

„ვიმედოვნებთ, რომ ეს მალე იქნება. ეს მხოლოდ იდეის დონეზე არ არის, აქტიური  მუშაობა უკვე მიმდინარეობს, ხდება შეთანხმებები და ა.შ. ჩვენ რას დავხარჯავთ ამ პროექტზე, ჯერ არ ვიცით. ირანიდან დამატებით წამოსული ტვირთები  ძალიან წაახალისებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტვირთბრუნვის გაზრდას. ამ ეტაპზე დაზუსტებით ციფრებზე ლაპარაკი სერიოზული არ იქნება, თუმცა ვიცით, რომ ირანისთვის ევროპული ბაზარი და პირიქით, ევროპისათვის ირანი ძალიან მნიშვნელოვანია და გახსნილი ურთიერთობების ფონზე ჩვენ ამ სავაჭრო ურთიერთობებში დიდი პოტენციალს ვხედავთ და ეს პროექტი ძალიან გვეიმედება,“- ამბობს ცაგურია.

მისი თქმით, საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურა ირანიდან წამოსული დამატებითი ტვირთისთვის სრულიად მზადაა, თანაც საუღელტეხილო მონაკვეთზე ხორციელდება მოდერნიზაციაც, რომელიც ასევე გამტარუნარიანობის გაზრდას ემსახურება. ასევე საკმარისია ლოკომოტივების რაოდენობაც, თუმცა მისი განახლება და თანამედროვე ასინქრონული ძრავით აღჭურვილი სალოკომოტივო პარკის შექმნაც იგეგმება. პლუს, შავ ზღვაზე გამტარუნარიანობა რომ წახალისდეს და გაიზარდოს, ამისთვის საქართველოს რკინიგზამ სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება დამატებით ბორნის შეძენაზე და მზადყოფნა გამოთქვა ამ პროექტში რომელიმე დაინტერესებულ კერძო კომპანიასთან თანაინვესტირება მოახდინოს.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031