ამბები

სამეგრელოს ავარიაში 5 ადამიანი დაიღუპა

by | Jan 30, 2016
(IPN)

(IPN)

წალენჯიხის რაიონში, სოფელ ლიასა და დაბა ჯვარს შორის ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რასაც  5 ადამიანის სიცოცხლე  ემსხვერპლა, 6 კი მძიმედ დაშავდა.

ფორდისა და ოპელის მარკის ავტომანქანები ერთმანეთს ხუთშაბათს გვიან ღამით ჯვარი-ზუგდიდის გზაზე შეეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა 4 ადამიანი, მოგვიანებით კიდევ ერთი. დაშავებული 6 პირი კი სხვადასხვა საავადმყოფოში გადაანაწილეს, ზოგი იქვე ზუგდიდში და ზოგი ქუთაისსა და თბილისში.   გარდაცვლილთა ასაკი 20-დან 30-წლამდეა.

ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს უფროსი ექიმის, როლანდ ახალაიას თქმით, მათთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამ მძიმედ დაშავებულ მამაკაცს ოპერაცია გაუკეთდა და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეხება დამატებით დეტალებს, ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. სავარაუდოდ, ტრაგედიის მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სს კოდექსის იმ მუხლით (276-ე მუხლის მე-7 ნაწილი), რომელიც მოძრაობის უსაფრთხოების წესის ისეთ დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.

შს სამინისტროს ვებ-გვერდზე 2015 წლის 6 თვის სტატისტიკაა გამოქვეყნებული. იანვრიდან ივნისის ჩათვლით ავტოსაგზაო შემთხვევებს 284 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხოლო 4130 ადამიანი დაშავდა. ავარიების რიცხვით თბილისი ლიდერობს.

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატის, შალვა ოგბაიძის თქმით, ამ მონაცემებით მსოფლიო ქვეყნების ათეულშიც მოვხვდით.

“საქართველოში 100 ათას ადამიანზე 16-17 შემთხვევაა და ეს იმ დროს, როცა ევროპაში ამავე რაოდენობაზე 3-5 შემთხვევა ფიქსირდება,“- ამბობს ოგბაიძე.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930