ამბები

„ოცნება“-„ნაციონალების“ პირველი დაპირისპირება პარლამენტში

by | Nov 21, 2016

parliament_vote„ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ახალ პარლამენტში პირველი დაპირისპირება უკვე შედგა. კონკრეტულად კი „ნაციონალების“ უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილებისას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ოპოზიციურ კვოტაზე „ოცნებამ“ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი შეარჩია.

ამ თანამდებობაზე „ნაციონალურ მოძრაობას” ოთო კახიძე ჰყავდა წარდგენილი, „პატრიოტთა ალიანსს” – ნატო ჩხეიძე. კომიტეტის უმრავლესობამ კი, რომელსაც „ოცნება“ შეადგენს, ამ ორს შორის არჩევანი ნატო ჩხეიძეზე გააკეთა.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ჩხეიძეს სთხოვეს დაესახელებინა ის პრიორიტეტები, რომლითაც ის, როგორც მოადგილე აპირებს მუშაობას, თუმცა ჩხეიძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი, რაც დებულებაში წერია, იქნება მხარდაჭერილი და განხილული მისი მხრიდან და საკითხების ჩამოთვლა ბევრ არაფერს მოიტანდა.

„იურიდიული კომიტეტი საკმაოდ მნიშვნელოვანი კომიტეტია პარლამენტში, გამოცდილებიდან ვიცი,“ – განაცხადა ახლადარჩეულმა ნატო ჩხეიძემ.

„ნაციონალები“ აცხადებენ, რომ კომიტეტის წევრთა არჩევისას ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის და ირმა ინაშვილის პარტია ერთი პოლიტიკური გუნდია.

„ქალბატონი ნატო არის პათოლოგანატომი, მან ვერ დაასახელა ვერც ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელზე მუშაობასაც აპირებს, მაგრამ ქართულმა ოცნებამ მაინც მას დაუჭირა მხარი. ფორმალური თანამდებობის გარეშეც ვიმუშავებ იურიდიულ კომიტეტში რიგით წევრად ყველა იმ საკითხზე, რომელიც ეხება მოსმენებს, დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს, მოწმის დაკითხვას, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს და ჩვენი პროგრამით გათვალისწინებულ სხვა თემებს. ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისინი და ინაშვილის პარტია ერთი პოლიტიკური გუნდია,“- დაწერა ფეისბუქზე ოთო კახიძემ.

უმცირესობის ამ უკმაყოფილებას თავად კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველა კვოტა რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღოს, სხვა ოპოზიციური პარტია დაიჩაგრება, მათ კი შერჩევისას გენდერული ნიშნით მიანიჭეს ქალს უპირატესობა და არა პარტიული კუთვნილების მიხედვით.

„ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია გენდერული ბალანსის დაცვა და ქალი კანდიდატის მხარდაჭერა მოადგილის პოზიციაზე. მეორე არის ის, რომ ნატო ჩხეიძე ორი მოწვევის პარლამენტის წევრია, მას აქვს საპარლამენტო მუშაობის გამოცდილება. ეს ოჯახი იყო რეპრესირებულიც, იყო მსხვერპლი და ძალიან დიდხანს იბრძოდა სამართლიანობის აღდგენისთვის და ზოგადად, დემოკრატიული ფასეულობებისთვის. ასე რომ, ჩემი არჩევანი იყო სრულიად გაცნობიერებული “, – განაცხადა ბესელიამ.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031