ამბები

„ოცნება“ და „ნაციონალები“ ერთმანეთს მორიგ პროვოკაციაში ადანაშაულებენ

by | Sep 20, 2016

national_movementქართული ოცნებამორიგ პროვოკაციაში კვლავნაციონალურ მოძრაობასადანაშაულებს. ამჯერად, ცეცხლასროლი იარაღით დაგეგმილ პროვოკაციაზეა საუბარი და როგორც მმართველი პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, „ნაციონალებისსამი აქტივისტი კვირას გამთენიისას იარაღით შევიდა და პროვოკაციის მოწყობა სცადა მათი მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან გოგიჩაიშვილის საარჩევნო შტაბში, საბურთალოს რაიონში.

როგორც კობახიძემ ორშაბათს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ”ქართული ოცნების” წევრებმა პროვოკაცია აღკვეთეს და ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს.

dream”გუშინ გამთენიისას ”ნაციონალურმა მოძრაობამ” სცადა პროვოკაციის მოწყობა. ჩვენს ერთ-ერთ საარჩევნო შტაბში, ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში პარტიის სამი აქტივისტი შევიდა. ორ აქტივისტს, რომლებიც სევდია უგრეხელიძის შტაბის აქტივისტები არიან, ეცვა ”ქართული ოცნების” მაისური, ასევე ორივეს ჰქონდა ქამარში ჩადებული პისტოლეტები. ისინი შევიდნენ ოფისში, დაიწყეს საუბარი ჩვენს აქტივისტებთან. როგორც შემდგომში გაირკვა, აღნიშნული პროვოკაციის მიზანი იყო გარედან ფაქტის გადაღება და შემდეგ ტელევიზიის საშუალებით იმის ჩვენება, თითქოს ”ქართული ოცნების” შტაბებში იკრიბებიან შეიარაღებული და კრიმინალური მიდრეკილების მქონე ადამიანები. ფაქტია, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ვერ ცვლის თავისი მოქმედების სტილს, ისინი ძლიერები არიან ბინძური პროვოკაციების მოფიქრებაში, თუმცა აშკარაა, რომ მათ ამ პროვოკაციების აღსრულების რესურსი რეალურად არ აქვთ”, – განაცხადა კობახიძემ.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, სამართალდამცველები ადგილზე მისვლისას სიტუაციაში გაერკვნენ და ფაქტი აღვეთეს. ამ სამიდან ერთ-ერთს კი ჩხრეკის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ბილეთი აღმოაჩნდა,  რომელიც 2016 წელსაა გაცემული.

კობახიძე ამბობს იმასაც, რომ „ქართული ოცნების“ ამოცანაა, არცერთი პროვოკაცია არ შედგეს.

„ჩვენ რაც გვაქვს ინფორმაცია დაგეგმილ პროვოკაციებთან დაკავშირებით, იქ უფრო მძიმე ნიშნებს ატარებს ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ, ჩვენ ამოცანად გვაქვს, რომ აღვკვეთოთ ასეთი პროვოკაციები, პრევენცია მოვახდინოთ. დეტალებს შეგნებულად არ ვაკონკრეტებთ, ჩვენ ვმუშაობთ პრევენციაზე, ჯერჯერობით სრულად ვახერხებთ ამ ყველაფერს და ასე გვინდა გავაგრძელოთ. ჩვენი ამოცანაა, რომ არცერთი პროვოკაცია არ შედგეს“,- ამბობს კობახიძე.

ამ ბრალდებას სრულ აბსურდს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი სევდია უგრეხელიძე.

ის ამბობს, რომ ეს სამი ადამიანი მათ პარტიაში შემოგზავნილები იყვნენ და გააგდეს და ეს „ოცნების“ მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა.

“ეს კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა ქართლი ოცნების მხრიდან. ეს წევრები იყვნენ შემოგზავნილები. მე, რა თქმა უნდა, ყველა აქტივისტს არ ვიცნობ, მაგრამ ეს შემოგზავნილი წევრები, შტაბიდან დათხოვნილები იყვნენ, რადგან აგენტურაში გამომჟღავდნენ. თუ შტაბიდან გაგდების შემდეგ მათ მართლაც დაგეგმეს პროვოკაცია და თავს დაესხნენ ”ოცნების” შტაბს, სამართალდამცველებიდან მოვითხოვთ მოხდეს მათი გამოვლენა და დასჯა. მაგრამ ეს მათივე დაგეგმეს და გარწმუნებთ, მათი დასჯაც ამიტომ არ მოხდება”, – განაცხადა უგრეხელიძემ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს პროვოკაციის მოწყობაში სდებს ბრალს. ამ კონკრეტული ფაქტის გარდა ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პროვოკაციების მოწყობის კუთხით, ”ნაციონალური მოძრაობა” განსაკუთრებულად აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებზეა კონცენტრირებული.

თუმცა ხელისუფლების მიერ მათ წინააღმდეგ პროვოკაციებზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობაც“. მათი ინფორმაციით, შაბათს, 17 სექტემბერს სოფელ ფლავისმანში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ჩასულ გორის მაჟორიტარ კანდიდატს ბადრი ბასიშვილს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 16 სექტემბერს  გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში „ოცნების“ ორი აქტივისტი მაჟორიტარი კანდიდატის, ნუგზარ წიკლაურის საარჩევნო შტაბის ოფისის ეზოში თავს დაესხნენ შტაბის წევრებს და სცემეს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

 უფრო ადრე, მაისში კი ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებისას „ნაციონალების“ ლიდერებს ზუგდიდი რაიონის სოფელ კორცხელში დაესხნენ თავს „ოცნების“ სპორტსმენი აქტივისტები. გამოძიება არ დასრულებულა, ჩხუბის ფაქტზე ბრალდებულ 5 სპორტსმენი კი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031