Monday, August 18, 2025

გალის მოსახლეობა პანდემიით გამოწვეულ ბლოკადას სხვადასხვა გზებით უმკლავდება

ფაქტობრივი ბლოკადის პირობებში გალის მოსახლეობა ყოფით პრობლემებს სხვადასხვა გზებით უმკლავდება. კოვიდ-19-ის პანდემიის გამო სოხუმის რეჟიმმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე ჩაკეტა ერთადერთი გზა, რომელიც გალის რაიონს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს. როგორც ადგილობრივები DFWatch-თან საუბარში აღნიშნავენ, ვერ ახერხებენ იმ შემოსავლის მიღებას, რაც პენსიისა და დევნილის სოციალური შემწეობის სახით აქვთ. „ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი პენსიონერია, მათი შემოსავალი პენსია და დევნილის … Read more

გალელები ენგურის ხიდის გახსნას მიესალმებიან, მაგრამ უკან დაბრუნების საკითხი აღელვებთ

გალში მცხოვრები ქართველები სეპარატისტული ხელისუფლების მიერ ხიდის ცალმხრივად გახსნას მიესალმებიან, თუმცა ანალოგიურ კორიდორს საპირისპირო მიმართულებითაც ითხოვენ. მართალია სოხუმის რეჟიმი არ იძლევა გალიდან ზუგდიდში გადასვლის უფლებას, თუმცა გალელები ფიქრობენ, ქართულ მხარეს რომ მეტი ყურადღება გამოეჩინა, გზას ორმხრივად ისინიც გახსნიდნენ. ამბობენ, რომ უკან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას 14-დღიანი კარანტინი უწევთ და ხშირად იძულებულნი არიან შავ გადასასვლელებს … Read more

უკრაინული კვლევა – რა საინფორმაციო გამოწვევები ახლავს კოვიდ-19-ის პანდემიას

კოვიდ-19-ის პანდემიის დროს ინფორმაციული კუთხით საქართველოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ეროვნული უმცირესობებისთვის, განსაკუთრებით ეთნიკური აზერბაიჯანელებისა და სომხებისთვის საკარანტინო ზომებისა და სხვა შეზღუდვების კომუნიკაცია იყო, რასაც მთელი რიგი ინციდენტები მოჰყვა, ნათქვამია  უკრაინული კვლევითი ორგანიზაცია „საგარეო პოლიტიკური საბჭო – უკრაინული პრიზმის“ კვლევაში, რომელმაც კოვიდ-19 პანდემიის კონტექსტში გავრცელებულ დეზინფორმაციას, ფეიკებსა და მითებს ეხებოდა.   კვლევაში სახელწოდებით „კორონავირუსის გამოსაცდელი ტესტი: … Read more

გალის სკოლებში სწავლა ფაქტობრივად შეწყვეტილია – როგორ უმკლავდებიან პედაგოგები და მოსწავლეები პრობლემებს

კოვიდპანდემიამ გალის რაიონის სკოლების მოსწავლეები დამატებითი პრობლემის წინაშე დააყენა. თუ აქამდე სირთულეები სოხუმის რეჟიმის მიერ ქართული ენის სწავლების შეზღუდვაში გამოიხატებოდა, დღეს ფაქტობრივად სწავლა საერთოდ შეჩერებულია. სკოლებში გაკვეთილების ჩატარება პანდემიის გამო აიკრძალა, ონლაინ სწავლებაზე გადასვლა კი ვერ ხერხდება. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ბევრ მასწავლებელსა და მოსწავლეს კომპიუტერთან და გამართულ ინტერნეტთან წვდომა არა აქვს, რასაც ემატება დენის … Read more

საქართველო კოვიდ-ფეიკების მიმართ რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მედეგ ქვეყანად დასახელდა: კვლევა

დეზინფორმაციისადმი მედეგობის, ისევე როგორც საზოგადოებისა და მთავრობის რეაგირების ზომების მხრივ ლიდერობენ რუმინეთი, უკრაინა და საქართველო, თუმცა მათაც ჯერ არ მიუღწევიათ ყველაზე მაღალი ნიშნულისთვის, ასეთ დასკვნას აკეთებს უკრაინული კვლევითი ორგანიზაცია საგარეო პოლიტიკური საბჭო – „უკრაინული პრიზმა“, რომელმაც კოვიდ-19 პანდემიის კონტექსტში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, ფეიკებსა და მითებზე კვლევა ჩაატარა.   კვლევის თანახმად, რომლის სახელწოდებაა „კორონავირუსის გამოსაცდელი ტესტი: აღმოსავლეთ … Read more

გალელ ბავშვებს ისევ აიძულეს „გამარჯვება” ეზეიმათ, თუმცა ნაკლები ენთუზიაზმით

გალის სკოლებში, გამარჯვების დღე, წინა წლებთან შედარებით, მოკრძალებულად აღინიშნა. როგორც DFWatch-ს ადგილობრივმა მასწავლებლებმა განუცხადეს, ე.წ. საზეიმო ღონისძიება ყველა სკოლაში გაიმართა, თუმცა შარშანდელთან შედარებით, ყოველგვარი კონტროლისა და დავალების გარეშე ჩაიარა. „წინა წელს, საგანგებო დავალებები გაიცა სკოლებზე თუ როგორ უნდა აღენიშნათ „გამარჯვების დღე“. რაღაც ღონისძიებას ამ დღეს სულ ვმართავთ, მაგრამ საგანგებო მითითებით არა. შარშან ჩამოუარეს სკოლებს დე … Read more

კორუფცია „საზღვარზე“ – რა ღირს ენგურის ხიდზე გადასვლა

დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარზე დაწესებული შეზღუდვა, ბიზნესად აქცია. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, „საზღვარზე“ გადასვლა არაოფიციალურად ყველას შეუძლია, ვინც ფულს იხდის. „ოფიციალურად ჩაკეტილია 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის, თუმცა რეალურად შეზღუდვა არ მოქმედებს. ვისაც გადასვლის სურვილი აქვს, იხდის 50 ლარს და ჩვეულებრივ გადადის. შეიძლება ყოველ დღე ვერ გადახვიდე, მაგრამ თუ საქმეს ჭირდება, უნდა გადაიხადო“, – უთხრა … Read more

რას ამბობენ გალელები დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების შედეგებზე

9 ოქტომბერს სოხუმში ხელმეორედ არჩეული დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტები „არჩევნების“ შედეგს არ აღიარებენ, სოხუმის სასამართლომ ოპოზიციის კანდიდატის სარჩელი, მეორე ტურის გაუქმებისა და არჩევნების ხელახლა ჩატარების თაობაზე, არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტს ხელმეორედ დაიკავებს. ორ კანდიდატს შორის დავას, შორიდან ადევნებდა თვალს გალის მოსახლეობა და … Read more

რუსეთი აფხაზეთის ჯარის მოდერნიზებას დააფინანსებს

რუსეთს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს განკარგულება გასცა, ხელი მოეწეროს ხელშეკრულებას აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის დაფინანსების შესახებ. „რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, ხელი მოაწეროს შეთანხმებას რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის აფხაზეთის, რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ხარჯების დაფინანსების შესახებ“, – ნათქვამია დოკუმენტში. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, რუსეთის თავდაცვის მინისტრს, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით, დაევალა აწარმოოს … Read more

რუსეთმა გალში „რბილი ძალა“ გააქტიურა – ხალხს რუსული უნივერსიტეტის ფილიალის გახსნას ჰპირდებიან

ორგანიზაციის „ევრაზიის სახალხო კავშირი“ თავმჯდომარე ტატიანა პოლოსკოვა გალში, რომელიმე რუსული უმაღლესი სასწავლებლის ფილიალის გახსნის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ მან გალის რაიონის ერთ-ერთ ქართულ სკოლაში, მასწავლებლებთან შეხვედრაზე განაცხადა. „ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს სწავლებისთვის თანაბარი პირობები და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გალელებისთვის უფასო კვოტები, კარგი იქნებოდა რუსული უმაღლესი სასწავლებლის ფილიალის გალში გახსნა. ზოგს არ შეუძლია სახლისგან შორს, … Read more