Tuesday, June 9, 2026

რუსეთმა უდიდესი ქართული ინტერნეტფორუმი დაბლოკა

forum.geრუსეთის სასამართლომ 6 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე უმსხვილესი ქართული ინტერნეტფორუმი forum.ge დაბლოკა.

როგორც forum.ge -ზე დაწერეს, კონკრეტულად სასამართლოს გადაწყვეტილებით დაიბლოკა პოლიტიკის განყოფილებაში 2011 წელს გახსნილი თემა –  „Мелочь, но приятно LV ფაქ რაშა!“, სადაც 100-გვერდიანი განხილვაა, მათ შორის რუსულ ენაზეც და სადაც რუსეთის პოლიტიკას ფორუმის წევრები ძალიან ცხარედ და რიგ შემთხვევაში შეურაცხმყოფელადაც აკრიტიკებენ.

forum.ge-ზე ასევე დაიწერა ისიც, რომ რუსეთის პროკურატურის მიერ ადრე დაბლოკილი იყო თემა: რუსეთ-უკრაინის ომი, LXXVI, თუმცა შემდეგ ამ თემას სანქცია მოხსნეს.

იქვე მითითებულია წყაროც, რუსეთის მიერ საქნცირებული გვერდების რეესტრი.

Sign up for our weekly briefing

News, background and opinion from an independent, non-donor-funded outlet.

Leave a Comment

Support our work