Tuesday, June 9, 2026

სააკაშვილის ადმინისტრაციაში უკრაინის გენპროკურატურამ ჩხრეკა ჩაატარა (ვიდეო)

დღეს უკრაინის გენპროკურატურამ ოდესის გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაში ჩხრეკა ჩაატარა, რამაც მიხეილ სააკაშვილის აღშფოთება გამოიწვია და მას უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ნიღბიან წარმომადგენლებთან მცირე შეხლა-შემოხლა მოუხდა.

ამის შესახებ ვიდეო მედიაში გავრცელდა.

ჩხრეკის ობიექტი იყო სააკაშვილის მრჩეველი თეიმურაზ ნიშნიანიძე, რომელსაც ადრე ოდესაში საქართველოს კონსულის თანამდებობა ეკავა. ჩხრეკა სწორედ მის ოფისში ჩატარდა.

გენპროკურატურის განცხადებით, საქმე ეხება 2012-13 წლებში საქართველოს საკონსულოს მიერ განხორციელებულ უკანონო ფინანსურ საქმიანობას.

 

Sign up for our weekly briefing

News, background and opinion from an independent, non-donor-funded outlet.

Leave a Comment

Support our work