სექტემბრიდან თბილისში ახალი გერმანული, ლურჯი ფერის ავტობუსები ივლის. შესაბამის
ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ გერმანულ კომპანია Man Truck and Bus AG-სთან ხელი სამშაბათს მოეწერა. შედეგად, 7 თვის განმავლობაში თბილისის ავტობუსების პარკი 143 ავტობუსით ეტაპობრივად განახლდება. როგორც DFWatch-ს თბილისის მერიაში უთხრეს, ახალ ავტობუსებში მგზავრობის საფასური არ შეიცვლება და იგივე იქნება, რაც ძველი, ყვითელი ავტობუსებით მგზავრობისას.
თვე: ივლისი 2016
ახალქალაქში დედისა და 3 შვილის მკვლელობაზე 24 წლის კაცი დაიჭირეს

ახალქალაქთან, სოფელ ვაჩიანში მოკლული 37 წლის ქალისა და მისი სამი შვილის საქმეზე იმავე სოფლის მცხოვრები 24 წლის ნოდარ აკოპოვი დააკავეს. ამის შესახებ, ინფორმაცია შს სამინისტრომ ორშაბათს, 11 ივლისს გაავრცელა. უწყების ცნობით, დაკავებულმა დანაშაული უკვე აღიარა.
მოსკოვში წარმოშობით თბილისელი "ავტორიტეტი", შაქრო კალაშოვი დაიჭირეს

მოსკოვში ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი და „კანონიერი ქურდი“ შაქრო კალაშოვი დააკავეს. რუსული მედიის ცნობით, კალაშოვი 2015 წლის დეკემბერში ორი ადამიანის მკვლელობასთან კავშირში და რესტორნის მფლობელისგან დიდძალი თანხის გამოძალვაშია ეჭვმიტანილი.
დმანისთან 4.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო. ბიძგები სამშაბათს, დაახლოებით 14:14 საათზე მოხდა. როგორც DFWatch-ს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრში უთხრეს, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან, დაახლოებით 10-15 კმ-ში მდებარეობდა. თბილისში სწორედ დმანისთან მომხდარი მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა.
ხიდაშელი და ზაქარეიშვილი მთავრობიდან მიდიან, აგულაშვილი – პარტიას ტოვებს და მინისტრად რჩება
პარლამენტის თავმჯდომარის, რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არ მიიღო მათი შეთავაზება, რომ „რესპუბლიკელი“ მინისტრები მთავრობაში არჩევნებამდე დარჩენილიყვნენ.
"ცენტრ-პოინტის" მენეჯერები დააკავეს

კვირას, 10 ივლისს სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის“ ხელმძღვანელების დაკავების ოპერაცია ჩატარდა. დილით ჯერ 2 თანამშრომელი დააკავეს, შუადღისთვის კი კომპანიის ყოფილი დირექტორი გუკა რჩეულიშვილის სახლშიც მივიდნენ დაკავების ორდერით, თუმცა ის პროკურატურის წარმომადგენლებს სახლში არ დახვდა.
ჰაერი დაბინძურების გამო საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია ამბობს, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ტრანსპორტია. ყველაზე მწვავე მდგომარეობა კი ამ მხრივ თბილისშია, სადაც ქვეყნის ავტოპარკის დაახლოებით 40%-ია თავმოყრილი. მურღულიამ ამის შესახებ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ვარშავის NATO-ს სამიტიდან საქართველოს „კონკრეტული“ მოლოდინი აქვს, რომელიც MAP-ს არ უკავშირდება
8 ივლისს პარასკევს ვარშავაში NATO-ს ორდღიანი სამიტი გაიხსნება, სადაც მრავალწლიანი მოლოდინის მიუხედავად საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი საერთოდ არ განიხილება. თუმცა ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ სამიტზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ახალი გზები იქნება შემუშავებული.
ხაჯიმბა მზადაა გადადგეს, თუ 10 ივლისის რეფერენდუმში დამარცხდება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ამბობს, რომ გადადგომისთვის მზადაა, თუკი ამას ხალხი მოისურვებს. ამის შესახებ მან ოთხშაბათს, „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ მისი მხარდამჭერების მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სხვადასხვა შეფასებით მიტინგზე ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა.
მოესწრება თუ არა უვიზო მიმოსვლა 8 ოქტომბრის არჩევნებამდე?
ხუთშაბათს, 7 ივლისს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა (AFET) საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა. საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს კენჭი დილით უყარეს და შედეგები მალე რეკომენდაციად სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შს კომიტეტში (LIBE) გადაიგზავნება, რომელიც ვიზალიბერალიზაციის საკითხში წამყვანი კომიტეტია. ეს კომიტეტი კი საქართველოს საკითხს სექტემბერში განიხილავს.