პარასკევი, აპრილი 17, 2026

„დაგვიბრუნეთ კოტე“ – 2 გრამი ექსტაზის გამო დაჭერილი 22 წლის ბიჭის შეწყალებას პრეზიდენტისგან ითხოვენ

Kote
(Facebook)

რეკრეაციული დანიშნულების მქონე, ნაკლებად საშიში ნარკოტიკული ნივთიერება ექსტაზის (MDMA) 2 გრამის შეძენა-შენახვის ბრალდებით მსჯავრდებული 22 წლის  კოტე ჯაფარიძის შეწყალების თხოვნით  მოძრაობა „დაგვიბრუნეთ კოტეს“ წევრებმა პრეზიდენტს ხუთშაბათს, 14 ივლისს,  მიმართეს.

Read more

ნიცაში დაზარალებულებს შორის ქართველები არ არიან: საქართველოს ელჩი

niceნიცაში ხუთშაბათს, 14 ივლისს მომხდარი ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 84-ადამიანი, მათ შორის – 10 ბავშვი, დაშავებულია 100-ზე მეტი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაზარალებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

Read more

სიძვირის გამო თბილისში ტრამვაის აღდგენა უახლოეს მომავალში არ იგეგმება

Dmitry Yermakov
Dmitry Yermakov

თბილისში ტრამვაის აღდგენაზე ამ ეტაპისთვის მერია არ მუშაობს და ეს საკითხი მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილება. ამის შესახებ DFWatch-ს დედაქალაქის მერიაში უთხრეს და ისიც აღნიშნეს, რომ უწყებაში ეს საკითხი არც განუხილავთ და არც რაიმე პროექტი შეუმუშავებიათ.

Read more

ევროკომისარი: ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ოქტომბრიდან ამოქმედდება

johannes_hahnევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი ამ წლის ოქტომბერში აუცილებლად დასრულდება. ამის შესახებ ევროკომისარმა 14 ივლისს ბათუმში გამართულ კონფერენციაზე გააკეთა.

Read more

სამი კაცი ქურდული სამყაროს წევრობაზე დაიჭირეს, მათ მეწარმეების რეკეტირება ედებათ ბრალად

police_carპოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ხუთშაბათს თბილისში სამი – 22, 26 და 42 წლის – კაცი დააკავა, რომლებიც „აღიარებენ ე.წ. ქურდულ სამყაროს და იქ დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად მოქმედებდნენ“.

Read more

თარხან ბათირაშვილის სიკვდილს "ისლამურ სახელმწიფოშიც" ადასტურებენ

umar-shishaniპანკისელი თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალშიშანი მოკლულია. ალ შიშანი, რომელსაც პენტაგონი ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) “ომის მინისტრადმიიჩნევს, რამდენიმე მებრძოლთან ერთად ერაყის პატარა ქალაქ შირქათში ბრძოლისას მოკლეს. ეს ქალაქი მოსულის სამხრეთით მდებარეობს და გარშემორტყმულია ერაყის სამთავრობო ძალებით. ამის შესახებ ინფორმაცია ოთხშაბათს გაავრცელა საინფორმაციო სააგენტომ Amaq-მა, რომელიც მხარს უჭერს ISIS-.

Read more

8 ქალი და 7 კაცი – „ოცნების“ სიის ფავორიტები

dreamქართულმა ოცნებამ“  საარჩევნო სიის 15 წევრი წარადგინა,  სადაც 8 ქალი და 7 მამაკაცია. მათ შორის არც ერთი დეპუტატი და მოქმედი მინისტრი არ არის. სამი მათგანი მინისტრის მოადგილეა.  

Read more

ხიდაშელის ადგილზე სამი კანდიდატი განიხილება

tina_khidasheli_warsaw-2016ვინ შეცვლის თავდაცვის მინისტრის პოსტზე „რესპუბლიკელ“ თინა ხიდაშელს, ჯერ გაცხადებული არ არის. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა უნდა მიიღოს, თუმცა როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ”ყველაფერს თავისი დრო აქვს” და ახალი მინისტრი უახლოეს დღეებში დასახელდება. თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით სამი კანდიდატი განიხილება: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე და კახი კახიშვილი.

Read more

თბილისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი გაიხსნა, ის თვითმფრინავებს რთულ მეტეოპირობებშიც მიიღებს

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორშაბათს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი გაიხსნა. სარეაბილიტაციო სამუშაო 12 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა პერიოდშიც ავიარეისები არ გაუქმებულა. თუმცა, რეისები ოდნავ შეცვლილი გრაფიკით განხორციელდა. ასაფრენი ზოლი ყოველდღიურად 10 საათით იკეტებოდა,  საღამოს 8 საათამდე. როგორც DFWatch-ს აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, ასაფრენი ბილიკი ოც წელზეა გათვლილი, რაც ნიშნავს რომ 2036 წლამდე მას … Read more

რკინიგზა ორსართულიან მატარებლებს ტესტავს

Stadlerშვეიცარული კომპანია „შტადლერის“ (Stadler KISS) ორი ორსართულიანი მატარებელი, რომლებიც თბილისში 6 ივლისს შემოვიდა, მგზავრებს სავარაუდოდ ივლისის ბოლოდან მოემსახურება.

Read more