
პირველი ქარის ელექტროსადგურ „ქართლის“ მშენებლობა სექტემბერში დასრულდება, დეკემბრიდან კი უკვე ამოქმედდება, ამის შესახებ DFWatch-ს შ.პ.ს. „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, თორნიკე ყაზარაშვილმა უთხრა.

პირველი ქარის ელექტროსადგურ „ქართლის“ მშენებლობა სექტემბერში დასრულდება, დეკემბრიდან კი უკვე ამოქმედდება, ამის შესახებ DFWatch-ს შ.პ.ს. „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, თორნიკე ყაზარაშვილმა უთხრა.
დეკემბრიდან საქართველოში ახალი შემეცნითი არხი „დისქავერი ჯორჯია“ დაიწყებს მაუწყებლობას. როგორც DFwatch-ს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უთხრეს, ეს ახალი არხი ცნობილ ამერიკულ ქსელთან Discovery, რომელიც ძირითადად სამეცნიერო-ტექნოლოგიურ და ისტორიულ-დოკუმენტურ ფილმებზეა ფოკუსირებული, კავშირში არ არის. თუმცა, შინაარსით და სამაუწყებლო კონცეფციით მისი მსგავსი იქნება.
„5 ათასზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა და პირველ ეტაპზე ეს არის ძალიან მაღალი წარმატების პროცენტი, პაციენტთან 92% სრულად განიკურნა C ჰეპატიტისგან“, – ამის შესახებ შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ხუთშაბათს მთავრობის სხდომაზე განაცხადა და პრემიერ-მინისტრისგან მანაც და მთელმა გუნდმაც, ვინც ჰეპატიტის პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობს, მადლობა დაიმსახურა. ამავე დროს, როგორც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა … Read more
ტელეკომპანია „იმედში“ საკადრო ცვლილებების გრძელდება. ამჯერად, არხი შაბათის საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკის სტუდია“ წამყვანმა ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ დატოვა.
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ და გენპროკურორმა ალექსეი ლომიამ თანამდებობები დაკარგეს. ჯერ სამშაბათს, 26 ივლისს მიქვაბიამ მოიწვია ე.წ. მთავრობის საგანგებო სხდომა და წასვლაზე განცხადებაც გააკეთა, რაც დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მალევე დააკმაყოფილა, შემდეგ კი 27 ივლისს ლომიამ დაწერა განცხადება წასვლაზე, რის შემდეგაც ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს ლომიას გათავისუფლების წინადადებით მიმართა და ეს უკანასკნელიც დაეთანხმა.

21 ივლისს ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბე გიორგი ლომინაძის, მისი მეუღლისა და ეროვნული ნაკრების წევრის, მერაბ კვირიკაშვილის მეუღლის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ისინი ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე არიან, აცხადებენ საქართველოს რაგბის კავშირში.
მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვა დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას თავად პროკურატურა ავრცელებს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ორშაბათს პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული არაკორექტული განცხადების გასაჯაროვების გამო ჟურნალისტებს ჟურნალისტური სტანდარტისა და ეთიკის დარღვევაში ადანაშაულებს.
საქართველოს პროკურატურამ პრეზიდენტის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.