ორშაბათი, მაისი 25, 2026

დმანისთან 4.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

earthquake_dmanisi_2016-07-12საქართველოში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო. ბიძგები სამშაბათს, დაახლოებით 14:14 საათზე  მოხდა. როგორც DFWatch-ს ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრში უთხრეს, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან, დაახლოებით 10-15 კმ-ში მდებარეობდა. თბილისში სწორედ დმანისთან მომხდარი მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა.

სეისმური ცენტრის დამუშავების ჯგუფის უფროსის, მანანა დვალაშვილის თქმით, ნგრევის შესახებ მათთან ინფორმაცია არ შედის, შესაბამისად არ აქვს ინფორმაცია, თუ რა შედეგი მოყვა მიწისძვრას.

„მსგავს მიწისძვრას, სავარაუდოდ, პატარა, მცირე ბიძგები მოჰყვება. თუმცა, უფრო სერიოზული ბიძგის შესახებ პროგნოზი არ არსებობს,“ – აღნიშნა დვალაშვილმა.

Sign up for our weekly briefing

News, background and opinion from an independent, non-donor-funded outlet.

Leave a Comment

Support our work