პარასკევი, აპრილი 17, 2026

დემირელის კოლეჯი და მისი პარტნიორი სასწავლებლები განცხადებას ავრცელებენ

demirelჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებსაც ხშირად უკავშირებენ ამერიკაში მცხოვრები თურქი სასულიერო მოღვაწის, ფეთჰულა გიულენის სახელს, ცილისწამებას უწოდებენ  ბოლო დღეებში მათ მიმართ გაკეთებულ განცხადებებს.

Read more

რუსებმა სირიაში დაბომბეს საიდუმლო ბაზა, რომელსაც ამერიკული სპეცრაზმი იყენებდა

baza
რუსეთის მთავარი სამხედრო-საჰარო ბაზა ლატაკიაში, დასავლეთ სირია (sputnik)

რუსეთის ავიაციამ სირიაში ის ავიაბაზა დაბომბა, რომელსაც ამერიკელი და ბრიტანელი სპეცდანიშნულების ნაწილები იყენებდნენ. ავიაიერიში 16 ივნისს განხორციელდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკულ პრესაში ახლახან გავრცელდა.

Read more

რა საარჩევნო გაერთიანებები შეიძლება, ვიხილოთ ანტიდასავლურ ფლანგზე

tarxan-mouravi (marshallpress)
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი დავით თარხან-მოურავი იმედოვნებს, რომ მისი 6-წევრიანი საარჩევნო ბლოკი 8-მდე გაიზრდება.

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის კონსერვატიულ ფლანგზე შექმნილი ოპოზიციური კოალიცია, რომელიც ანტიდასავლური განწყობით ცნობილ პარტიასაქართველოს პატრიოტთა ალიანსისირგვლივაა გაერთიანებული და 6 არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალისგან შედგება, ბლოკის გაფართოებას გეგმავს.

Read more

თურქეთში პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით 5 ქართველი დააკავეს

ტურკთურქეთის ქალაქ მარმარისში  პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. DFWatch-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული საქართველოშიც იძებნებოდა, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიღება ვერ ხერხდება.

Read more

თურქეთში რეპრესირებულთა რაოდენობამ 60,000-ს გადააჭარბა

Turkey
ხმელთაშუა ზღვის ფლოტის მეთაურის, კონტრ-ადმირალ ნეჯათ ატილა დემირხანის დაკავება მერსინში. 16 ივლისი

დაპატიმრებული, სამსახურიდან დათხოვნილი ან სტატუსშეჩერებული ძალოვნების, საჯარო მოხელეებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების პერსონალის რიცხვმა თურქეთის არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ 60 ათასს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას RFE/RL (რადიო „თავისუფლების“ ევროპული ბიურო) სააგენტო „ანადოლუს“ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Read more

გაჩერებული მართლმსაჯულება – რატომ იწელება სამოქალაქო დავები წლობით

kandashvili
„მოსამართლეს 700 მიმდინარე საქმე აწერია, რაც არ უნდა კვალიფიციური იყოს ის, საქმეს დროულად და ხარისხიანად ვერ წარმართავს,” ამბობს ადვიკატი ირაკლი ყანდაშვილი (ipn)

თბილისის სასამართლოებში სამოქალაქო დავების განხილვას ადამიანები წლობით ელოდებიან, თუმცა იმ მიზეზით, რომ ამ მიმართულებით თბილისში დღეს მხოლოდ 28 მოსამართლეა და თითოეულს 800-მდე საქმე აწერია, პლუს იმის გამო, რომ სამოქალაქო დავებისთვის განკუთვნილი დარბაზები ძალიან ცოტაა, დავის დასრულებას ბოლო არ უჩანს.

Read more

„ნაციონალების“ პრიორიტეტი ევროკავშირის წევრობაზე განაცხადია, „ოცნებაში“ ამას პოპულიზმს უწოდებენ

Salome Samadashviliნაციონალურმა მოძრაობამსაარჩევნო პროგრამის საგარეო პრიორიტეტების პრეზენტაცია სამშაბათს, 19 ივლისს გამართა და ერთერთ უმთავრეს საკითხად ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია დაასახელა და ითქვა ისიც, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, უახლოეს წლებში, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გააკეთებენ.  

Read more

დასავლეთში 39 გრადუსამდე სიცხე იქნება, თბილისში 36-მდე

amindiსინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ტემპერატურამ შესაძლოა, 38-39 გრადუსამდე მოიმატოს.

ამავე დროს,

Read more

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი პოლიტიკოსობაზე უარს ამბობს

piralishviliფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა, რომელიც “თავისუფალ დემოკრატებში” რამდენიმე თვის წინ, მარტში გაწევრიანდა, პარტია დატოვა. მიზეზად კი დაასახელა ის, რომ პოლიტიკაში თავს არაკომფორტულად გრძნობდა. პარტიის იდეოლოგიასთან ან რომელიმე წევრთან კონფლიქტს კი გადაჭრით უარყოფს.

Read more

თამბაქოს კონტროლის გამკაცრების კანონმდებლობა ჩავარდა

cigarettes2კანონპროექტები, რომელიც თამბაქოს კონტროლის გამკაცრებას გულისხმობდა, ჩავარდა. ამის მიზეზი კი მთავრობის წინააღმდეგობა გახდა, რადგან მათი აზრით, კანონში ამ ცვლილებებით ბიზნესი დაიჩაგრებოდა. ამის შესახებ, DFWatch-ს დაავადებათა კონტროლის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ უთხრა.

Read more