აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ისინი მუშაობენ რათა საქართველოს სხვადასხვა ქვეყანასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჰქონდეს. როგორც DFWatch-ს უწყებაში უთხრეს, მოლაპარაკებები მიდის არამარტო ესპანეთთან, არამედ სხვა ქვეყნებთან პირდაპირი რეისების დასანიშნად, თუმცა დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.
თვე: ივლისი 2016
„ქართველი ოლიმპიელების ჩაცმულობაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო“ – სპორტსმენების "ტრადიციულ" ტანსაცმელს საყოველთაო კრიტიკა მოჰყვა
ქართველ სპორტსმენთა ოფიციალური ტანსაცმელი, რომლითაც 5 აგვისტოს რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშების გახსნის ცერემონიალზე უნდა მიიღონ მონაწილეობა, ორი დღეა სოციალურ ქსელში ქილიკის, მსჯელობისა და კრიტიკის საგანი გახდა.
პრეზიდენტი ზეწოლის „საშიშ ტენდენციებზე“ საუბრობს
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში წნეხის „საშიში ტენდენციებია“ შექმნილი, როდესაც „პოლიტიკურ ჯგუფებს უჩნდებათ გარკვეული არაფორმალური კავშირები სამართალდამცველ ან სხვა ტიპის სტრუქტურებთან. მისი თქმით, ეს ტენდენცია გამოყენებულია პოლიტიკური მიზნებისთვის“ და „ადეკვატური და აზრიანი“ პასუხის გასაცემად პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვედრას სთავაზობს. ამ თემაზე მარგველაშვილმა ორშაბათს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მისი განცხადებით, გიორგი … Read more
პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებას ხელისუფლება სკანდალური გამონათქვამებით პასუხობს

პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებას მისი ოჯახის წევრის მიმართ სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან ზეწოლის მცდელობაზე, „ქართული ოცნების“ ლიდერები ეხმაურებიან და, მათ შორის, ზოგიერთი არანაკლები სკანდალური შეფასებითაც.
შსს ადასტურებს, რომ პოლიციამ პრეზიდენტის სიძის სახლი გაჩხრიკა
პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობაზე ისაუბრა, შს სამინისტრო განმარტებას აკეთებს, სადაც აღნიშნულია, რომ „პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცის, ადრე რამდენჯერმე ნასამართლევი“ მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკის ჩატარება კრიმინალურ პოლიციაში სსკ-ს 236-ემუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. შსს იქვე ამატებს, რომ გოგოჭურის … Read more
სააკაშვილისდროინდელ განათლების მინისტრს საქართველოს მოქალაქეობას ართმევენ

უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე, რომელიც 2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველოში განათლების მინისტრის პოსტს იკავებდა, უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მას საქართველოს მოქალაქეობას ართმევენ.
თურქეთში ჟურნალისტების დაჭერაც დაიწყო

თურქეთში სამხედრო ამბოხის გამოძიების ფარგლებში 42 ჟურნალისტის დაკავებაზე გაიცა ორდერი. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მათგანია უკვე დაჭერილი.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ გაუქმდება: სერგეენკო
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ შეიცვლება და არ დაბრუნდება მიზნობრივ ჯანდაცვაზე,“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარასკევს „ექსპო ჯორჯიაში“ განაცხადა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის ღონისძიებაზე სახელწოდებით „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროგრესი და საერთაშორისო შეფასება“.
იგორ გიორგაძე ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს
უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის მიმართ , რომელიც ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ 1995 წელს მოწყობილი ტერაქტის გამოა ბრალდებული, ინტერპოლმა ძებნა შეწყვიტა.


