
„მმართველი პოლიტიკური ძალის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებების მოსმენის შემდეგ, მიჩნდება განცდა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების ავტორებს გარკვეული დასაყრდენი მმართველ ძალაშიც გააჩნიათ“, – თქვა ა/ო „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა სოფო ვერძეულმა, ფარული მიყურადების თემაზე გამართულ დისკუსიაზე.








