Yearly Archives: 2015

დეპუტატი ანტიდისკრიმინაციული კანონიდან „სექსუალური ორიენტაციის“ ამოღებას ითხოვს

By | September 22nd, 2015|Categories: უმცირესობები|

პარლამენტის კონსერვატორი წევრი „ქართული ოცნებიდან“ იმ კანონში მოითხოვს რადიკალური ცვლილების შეტანას, რომელსაც თავად დაუჭირა მხარი სამივე მოსმენაზე. საუბარია ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, რომელიც პარლამენტმა შარშან დაამტკიცა. მკლავჭიდელმა, მსახიობმა და კინორეჟისორმა სოსო ჯაჭვლიანმა, რომელიც პარლამენტში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოხვდა, საკანონმდებლო ორგანოში შეიტანა ინიციატივა, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონიდან სექსუალური ორიენტაციისა და სქესობრივი იდენტობის ამოღებას ითვალისწინებს. ეს გულისხმობს კანონის იმ ნაწილის შეცვლას, სადაც საუბარია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრაზე, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის კანის ფერთან, ენასთან, სქესთან, მოქალაქეობასთან, წარმომავლობასთან, სექსუალურ ორიენტაციასთან და სქესობრივ იდენტობასთან. საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში ჯაჭვლიანი აღნიშნავს, რომ კანონში ამ ტერმინების არსებობა აზიანებს ოჯახისა და საზოგადოებისზნეობრივ სტანდარტებს. ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებასთან არის კავშირში, პარლამენტმა მაისში დაამტკიცა. კანონში სექსუალური ორიენტაციის ასახვას აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ რადიკალური რელიგიური შეხედულებების მქონე ადამიანები და სასულიერო პირები. გასულ წლებში საქართველოში სექსუალური უმცირესობების მიმართ არატოლერანტული დამოკიდებულების ბევრი შემთხვევა მოხდა. 2013 წლის 17 მაისს 30-მდე აქტივისმა თბილისის ცენტრში ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის მოწყობა სცადა. მაშინ პარალელურად რადიკალურმა ძალებმა, სასულიერო პირების წაქეზებითა და მონაწილეობით, კონტრაქცია მოაწყვეს და აქტივისტებს აგრესიულად დაუპირისპირდნენ. ამ უკანასკნელთ პირდაპირი ძალადობის საფრთხე დაემუქრათ, და სამართალდამცველები იძულებულნი გახდნენ ისინი ქალაქის ცენტრიდან ავტობუსებით გაეყვანათ. აგრესიული ბრბო რამდენიმე ავტობუსს თავს დაესხა. მაშინ რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები. მოგვიანებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 17 მაისი ოჯახური სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა. 2014 წლის 17 მაისს სექსუალური უმცირესობების უფლებადამცველმა აქტივისტებმა მასობრივი აქციებისგან თავი შეიკავეს. წლეულს 17 მაისს ამ მხრივ მცირეოდენი გაუმჯობესება აღინიშნებოდა. რამდენიმე მცირე აქცია მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე ჩატარდა. […]

ჩინური კომპანია ტყიბულში ქვანახშირზე მომუშავე სადგურის აშენებას გეგმავს

By | September 11th, 2015|Categories: ამბები|

ღარიბაშვილმა ჩინელ კოლეგასთასთან ორ სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე იმსჯელა (პრესსამსახური) ჩინური კომპანია “დონგფანგ ელექტრიკი” ტყიბულში 150 მეგავატის სიმძლავრის თბოელექტროსადგურის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გაკეთდა, რომელიც ამ ქვეყანაში ეკონომიკური კავშირების განსამტკიცებლად იყო ჩასული. […]

სააკაშვილისა და უკრაინელი ოლიგარქის კონფლიქტი მწვავდება

By | September 7th, 2015|Categories: ამბები|

იგორ კოლომოისკი სააკაშვილი საქართველოში გადაგზავნას ითხოვს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ოდესის ოლქის მოქმედი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, ადგილობრივ ოლიგარქებს უკრაინის სახელმწიფოს მშენებლობის მთავარ შემაფერხებლებს უწოდებს. […]

პარლამენტარის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეურაცხმყოფელად მიიჩნევს

By | September 3rd, 2015|Categories: ამბები|

გიორგი მარგველაშვილი (Facebook) “ქართული ოცნების” წევრისა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული, რბილად რომ ვთქვათ, ექსცენტრიული განცხადება საზოგადოების განხილვის ეპიცენტრში მოექცა და სოციალური ქსელების ჰიტი გახდა, პრეზიდენტის მრჩეველმა კი მას “შეურაცხმყოფელი” უწოდა. […]

ინგა გრიგოლია: ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ არ ვყოფილიყავი ეკრანზე არჩევნების წინ

By | August 31st, 2015|Categories: ამბები|

ტელეკომპანია “იმედის” მიერ ორი პოპულარული პოლიტიკური თოქ-შოუს დახურვას საზოგადოების დიდი ნაწილის ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. მათი წამყვანი კი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული უდევს და მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებთანაა კავშირში. […]

იაროშევიჩი: უვიზო რეჟიმის გადადების საფუძველს ვერ ვხედავ

By | August 24th, 2015|Categories: ამბები|

ბორის იაროშევიჩი (DF Watch) საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა თითქმის შესრულებული აქვს, აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ბორის იაროშევიჩი და ამატებს, რომ ახლა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ჯერი ევროკავშირის წევრ ქვეყნებზეა. […]

საერთო ემბრიონზე დავა ცოლის სასარგებლოდ გადაწყდა

By | August 22nd, 2015|Categories: ამბები|

თბილისის საქალაქო სასამართლოს გაყინული ემბრიონის თაობაზე დავა მომჩივანი ცოლის სასარგებლოდ გადაწყვიტა. მიუხედავად ქმრის წინააღმდეგობისა, ქალს სუროგაციის უფლება მიენიჭა. […]

თბილისის აეროპორტში 5 კგ-ზე მეტი კოკაინი ამოიღეს

By | August 19th, 2015|Categories: ამბები|

police.ge საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას პოლიციამ და საბაჟო სამსახურმა, ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრაზილიის, ეკვადორისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს, რომლებსაც საქართველოში 5,2 კილოგრამზე მეტი კოკაინი შემოჰქონდათ. […]

ტრანსფობიასთან ბრძოლა სამოქალაქო აქტივიზმის გზით

By | August 17th, 2015|Categories: უმცირესობები|

DF Watch ტრანსფობია საქართველოში კვლავ რჩება სოციალურ და სამართლებრივ პრობლემად, უფლებადამცველები კი ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებასა და ხელისუფლებაზე  ზემოქმედებას ცდილობენ. […]

ტრანსგენდერის მკვლელის დასჯის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

By | August 15th, 2015|Categories: უმცირესობები|

(DF Watch) საქართველოში ტრანსგენდერი საბი ბერიანის მკვლელის დასჯის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. […]

თბილისის საკრებულომ აბანოთუბანში სადავო მშენებლობას მხარი დაუჭირა

By | August 14th, 2015|Categories: ამბები|

თბილისის საკრებულომ  ოთხშაბათს მხარი დაუჭირა ქალაქის ძველ უბანში სადავო მშენებლობას, რომლის წინააღმდეგაც გამოდის როგორ არქიტექტორებისა და გარემოსდამცველების დიდი ნაწილი, ასევე ოპოზიცია და მმართველი კოალიციის წევრი რესპუბლიკური პარტიაც. […]

დაჭრილ პოლიციელს ტომოგრაფიამ თავში საფანტის 9 ტყვია უპოვა

By | August 11th, 2015|Categories: ამბები|

კახეთში, ზემო ალვანში დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა მძიმედ რჩება. კახეთის საინფორმაციო ცენტრი, თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიით პოლიციელის თავში საფანტის 9 ტყვია აღმოაჩინეს. […]

ტრანსგენდერის მკვლელობაში ბრალდებული გაამართლეს, ცემისთვის 4 წელი მიუსაჯეს

By | August 8th, 2015|Categories: უმცირესობები|

საბის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია იუსტიციის სახლთან. 2014 წლის 14 ნოემბერი (DFWatch) 23 წლის ტრანსგენდერის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ პარასკევს მოულოდნელად მსუბუქი განაჩენი გამოუტანა. […]

ინტერპოლი სააკაშვილის ძებნაზე უარს ამბობს, კეზერაშვილის წითელი ცირკულარით ძებნას წყვეტს

By | July 31st, 2015|Categories: ამბები|

ინტერპოლი წითელი ცირკულარით თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ძებნას წყვეტს. ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის დღევანდელი გუბერნატორის, მიხეილ  სააკაშვილის ძებნაზე კი უარს ამბობს.   […]

უხერხული კურიოზი პარლამენტში – დეპუტატს საერთაშორისო ბანკი საროსკიპოში აერია?

By | July 22nd, 2015|Categories: ამბები|

ჯაჭვლიანი ოლიმპიური სოფელს სტუმრობს (Facebook) „ქართული ოცნების“ მმართველი გუნდის წარმომადგენელი პარლამენტში, რომელიც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია მკლავჭიდში, ოთხშაბათს მთელი ქვეყნის ყურადღების ცენტრში მოექცა პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული კურიოზული განცხადების გამო. […]

ოპოზიცია შიშობს, რომ პროკურატურა რეფორმის შემდეგაც პოლიტიზირებული იქნება

By | July 21st, 2015|Categories: ამბები|

იუსტიციის სამინისტრომ  “პროკურატურის შესახებ” კანონში ცვლილებების საბოლოო რედაქცია  ორშაბათს  გამოაქვეყნა, მას შემდეგ, რაც წინა კვირას პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტი ვენეციის კომისიამ, ეუთომ და ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭომ ფაქტობრივად დაიწუნა და თქვა, რომ  ეს არის „რეფორმა, რომელიც პროკურატურის სრულ დეპოლიტაზიციას ვერ უზრუნველყოფს“. […]

შსს ოკუპირებული ცინვალის გადამოწეულ საზღვართან მოქალაქეებს არ უშვებს

By | July 18th, 2015|Categories: ამბები|

შსს ოკუპირებული ცინვალის გადამოწეულ საზღვართან მოქალაქეებს არ უშვებს (MFA) მას შემდეგ, რაც ქართველმა ჟურნალისტებმა რუსეთის მიერ ოკუპიებული საზღვრის კიდევ უფრო მეტად გადმოწევა გააპროტესტეს, ბანერი ჩამოხსნეს და მის ადგილას ქართული დროშა დაამაგრეს, რასაც  ოფიციალური რუსეთის საყვედური და დროშის ჩამოხსნა მოჰყვა,  საქართველოს შსს-მ ამ ტერიტორიაზე რიგითი მოქალაქეების მიახლოება აკრძალა. […]

მთავრობა: რუსეთი საქართველოს სავიზო რეჟიმის შემსუბუქების ჰპირდება

By | July 17th, 2015|Categories: ამბები|

ზურაბ აბაშიძე არ აკონკრეტებს იყო თუ არა შეხვედრაზე საუბარი აფხაზეთთან რკინიგზის აღდგენის შესახებ (IPN) საქართველოს მთავრობა  აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის  სავიზო რეჟიმის შემსუბუქების დაპირებას იძლევა. თუმცა, დეტალები  ჯერჯერობით უცნობია. […]

ეროვნული ბანკი მთავრობას ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებს

By | July 16th, 2015|Categories: ამბები|

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ წელს საქართველოში გასულ წელთან შედარებით მილიარდი დოლარით ნაკლები შემოვა და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნვესაყოფად, ისევე როგორც ლარის კურსის განსამტკიცებლად, მთავრობამ სახელმწიფო აპარატის შენახვის ხარჯი ხარჯების მნიშვნელოვნად უნდა  შეამციროს. […]

პროკურატურის დაწუნებული რეფორმა

By | July 16th, 2015|Categories: ამბები|

რეფორმა, რომელიც პროკურატურის სრულ დეპოლიტაზიციას ვერ უზრუნველყოფს, – ასე შეაფასა ვენეციის კომისიამ, ეუთომ და ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭომ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომლითაც პროკურატურის რეფორმაა დაანონსებული. […]

ბაქო-სუფსას ნავთობსადენის ნაწილი ოკუპაციის ზონაშია

By | July 14th, 2015|Categories: ამბები|

MFA ეს არის 2008 წლის ოკუპაციის გაგრძელება, -  ეს იყო ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებების მთავარი გზავნილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში  ე.წ. საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით. 2008 წლის აგვისტოს ომის კვალდაკვალ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და იქ სამხედრო კონტინგენტის განთავსების შემდეგ, ე.წ. საზღვრის ხაზი პერიოდულად იწევა და მხოლო ერთი მიმართულებით - ცენტრალური ხელისუფლების [...]

ნინო ბურჯანაძე: “ყირიმი უკრაინას არასოდეს არ დაუბრუნდება”

By | July 10th, 2015|Categories: ამბები|

“ყირიმი რუსეთის ნაწილია” – ნინო ბურჯანაძე (IPN) პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია და უკრაინას არასოდეს არ დაუბრუნდება. ბურჯანაძე გუშინ […]

შსს დაიშალა – სახელმწიფო უსაფრთხოება ცალკე სამსახურად ჩამოყალიბდება

By | July 10th, 2015|Categories: ამბები|

შს მინისტრმა ჯერ არ იცის, ამავე პოსტზე დატოვებენ თუ სახელმწიფო უსაფრთხოებას ჩააბარებენ (IPN) ხელისუფლებაში მოსვლიდან სამი წლის შემდეგ მმართველმა გუნდა როგორც იქნა  წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩამოაშორა, რომელიც 1 აგვისტოდან ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება. […]

კიკიანის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს

By | July 9th, 2015|Categories: ამბები|

ლიკა კიკიანი (ipn) თბილისის ახალგაზრდული კლუბის მენეჯერი  პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს და საქმის გამოძიებას ითხოვს. შსს ამ ბრალდებას უარყოფს, თუმცა შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებს არ ასაჯაროებს. გუშინ თავად სავარაუდო დაზარალებული შეეცადა […]

ეროვნული ბანკი მთავრობას ხარჯების შემცირებას ურჩევს

By | July 7th, 2015|Categories: Uncategorized|

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო არასტაბილურობის თავიდან ასაცილებლად  მთავრობას მიმდინარე   ხარჯების შემცირებას და  საგადასახადო პოლიტიკის გადახედვას ურჩევს. თუმცა, მთავრობა  ამ რჩევის გათვალისწინებას არ აპირებს. […]

“ქართული მაფიის” საქმეს ევროპაში 2015-ის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა” უწოდეს

By | July 4th, 2015|Categories: ამბები|

ზვიად დარსაძე ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის ბრალდებით 36 ადამიანი დააკავეს, ძირითადად ქართველები, მათ შორის 42 წლის “კანონიერი ქურდი”. […]

რეფნანსირების განაკვეთის ზრდა შეიძლება ეკონომიკის შეფერხების ინდიკატორი იყოს

By | July 2nd, 2015|Categories: ამბები|

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 5.5 პროცენტამდე გაზარდა (IPN) ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის გაზრდის მოლოდინის გამო რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კლიენტების გარკვეულ კატეგორიას სესხი კიდევ უფრო გაუძვირდება, რაც ცალკეული ადამიანებზეც აისახება და ეკონომიკის განვითარებაზეც. […]

საბერძნეთის კრიზისმა ათასობით ქართველი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო

By | June 30th, 2015|Categories: ამბები|

Bank of Greece (Interpressnews) საბერძნეთის ხელისუფლებასთან ერთად საქართველოს ხელისუფლებამაც არ იცის, რა შეიძლება გაკეთდეს ამ ქვეყანაში შექმნილი კრიზისის გამო.  პრობლემა კი იმ 200 ათას ქართველს ეხება, რომლებიც არაოფიციალური მონაცემებით საბერძნეთში მუშაობენ და სამშობლოში საკუთარ ოჯახებსა და ახლობლებს მატერიალურად ეხმარებიან. […]

ეროვნულ ბანკს ზედამხედველობის ფუნქციას ჩამოართმევენ

By | June 29th, 2015|Categories: Uncategorized|

მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ჰენრი კერალი მიიჩნევს, რომ თუკი კანონში ცვლილება მაინც შევა და საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია ახალი სამსახურის ხელში გადავა, აუცილებელია მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. პარლამენტმა პრეზიდენტის, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილის წინააღმდეგობის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების გაფრთხილების მიუხედავად ეროვნული ბანკის შესახებ ცვლილება, რომელიც მისთვის საზედამხედველო ფუნქციის ჩამოშორებას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მიიღო. რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, არც საბოლოო დამტკიცებისთვის შეიქმნება პრობლემა. […]

ბიუჯეტი 140 მილიონით მცირდება, ძირითადად შს და თავდაცვის სამინისტროების ხარჯზე

By | June 23rd, 2015|Categories: ამბები|

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ყველაზე დიდი დანაკლისი განიცადა თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა და “ორივე სამინისტრო ამას ძალიან გაგებით მოეკიდა” ქვეყნის ბიუჯეტი დაახლოებით 140 მილიონი ლარით შემცირდება, ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრა სამშაბათს დილით გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. […]

უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა კვლავ შეფერხებულია

By | June 22nd, 2015|Categories: ამბები|

Biletebi.ge-ის ადინისტრაციაში, რომელსაც სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უნდა უზრუველყო და ეს ვერ მოახერხა, აცხადებენ, რომ საიტზე მოხდა კიბერშეტევა და ამას ემატება მომხმარებელთა აურაცხელი რაოდენობა. […]

ვერეს ტრაგედიის მიზეზებზე სპეციალისტებს განსხვავებული ვერსიები აქვთ

By | June 16th, 2015|Categories: ამბები|

(Facebook) თბილისში მომხდარი სტიქიის გამომწვევ მიზეზებად  სხვადასხვა  ფაქტორები  სასხელდება და, შეიძლება ითქვას, რომ ეს მიზეზები  პოლიტიკური მხარდაჭერის მიხედვით ჯგუფდება. სტიქიის შდეგებს  ნაწილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს განხორციელებულ პროექტს აბრალებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს პროექტი არაფერ შუაშია. სტიქიის განვითარების სურათი გარემოს დაცვის სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა სტიქიის განვითარების სურათი, რომელიც კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით არის გაკეთებული და [...]

შსს აცხადებს, რომ “ისლამური სახელმწიფოს” ემისარი დააკავა

By | June 16th, 2015|Categories: ამბები|

(Police.ge) ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოში” გაწევრიანებისა და  სირიაში საბრძოლველად  საქართველოს მოქალაქეების გადაბირების ბრალდებით კახეთსა და თბილისში 4 ადამიანი დააკავეს.  ერთ-ერთი მათგანი – პანკისის მკვიდრი, 9 შვილის მამა აიუფ (გაიოზ) ბორჩაშვილი – ეჭვმიტანილია იმაში, რომ საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელია. […]

13 გარდაცვლილი და 9 დაკარგული – სტიქიის შედეგების ბოლო მონაცემები

By | June 15th, 2015|Categories: ამბები|

თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება  შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ გაავრცელა. როგორც უწყების ხელმძღვანელმა, ზვიად ქაწაშვილმა, […]

ხიდაშელი: საფრანგეთთან იარაღის მოწოდებაზე კონტრაქტი სავარაუდოდ თვის ბოლოს გაფორმდება

By | June 12th, 2015|Categories: ამბები|

Tina Khidasheli (Interpressnews) თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თავისი ორი წინამორბედის დავაში, რომელიც საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესახებ ხელშეკრულების დადებას უკავშირდება, ირაკლი ალასანიას საწინააღმდეგო პოზიციას იკავებს და ამ ხელშეკრულების გაფორმებას მთლიანად მინდია ჯანელიძის დამსახურებად მიიჩნევს. […]

2015-ში ეკონომიკური ზრდა 2% იქნება, ინფლაცია 3%

By | June 11th, 2015|Categories: ამბები|

Nodar Khaduri (IPN) მიუხედავად იმისა, რომ უკვე ამოიწურა  სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის წარდგენის ვადა, რომელიც ერთი კვირის წინ პრემიერმა ფინანსთა მინისტრს განუსაზღვრა, ისევ უცნობია, სეკვესტრი როგორი იქნება. […]

“კაზანტიპი” ყირიმში ბრუნდება, ანაკლიაში ქართული ელ-მუსიკის ფესტივალი ჩატარდება

By | June 10th, 2015|Categories: ამბები|

პოპულარული მუსიკალური ფესტივალი “რესპუბლიკა კაზანტიპი”, რომელიც გასულ წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო საქართველოში ჩატარდა, წელს კვლავ ყირიმში ბრუნდება, თუმცა განსხვავებული სახელით. ანაკლიაში კი ალტერნატიული ფესტივალი ჩატარდება. […]

უკრაინული მედია: მერაბიშვილის ყოფილ მოადგილეს ოდესის პოლიციის უფროსად ნიშნავენ

By | June 9th, 2015|Categories: ამბები|

Gia Lortkipanidze (Ipn) უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის ოლქის პოლიციის უფროსად საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე ინიშნება, რომლის სახელიც 2012 წლის აგვისტოში ჩატარებულ, დღემდე ბნელით მოცულ ლაფანყურის სპეცოპერაციას უკავშირდება. […]

მაჟორიტარული სისტემის გაუქმება 5 წლით გადაიდო

By | June 8th, 2015|Categories: ამბები|

Davit Usupashvili (IPN) მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემის ცვლილებას დათანხმდა, მაგრამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის რჩევა გაითვალისწინა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, რასაც ყველა დანარჩენი პოლიტიკური ძალა და  არასამთავრობო სექტორი ითხოვს, მომავლისთვის გადადო. მმართველ კოალიციაში აცხადებენ, რომ არჩევნები 2016 წელს შერეული წესით როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული პრინციპით […]

პრობაციის უფროსის დაღუპვაზე საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა

By | June 6th, 2015|Categories: ამბები|

თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი, რომელიც პარასკევს საღამოს საავადმყოფოში სავარაუდოდ თვითმკვლელობის მცდელობის შედეგად  დაჭრილი გადაიყვანეს, მალევე გარდაიცვალა. […]

პროკურატურამ ქონების წართმევის 5 საქმე გამოიძია

By | June 4th, 2015|Categories: ამბები|

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ახლადშექმნილმა საგანგებო განყოფილებამ, რომელიც “ქართული ოცნების” მთავარ წინასაარჩევნო დაპირებაზე, სამართლიანობის აღდგენაზე მუშაობს, წინა მთავრობის დროს მოქალაქეთა ქონების იძულებით ჩამორთმევის ხუთი ფაქტი გახსნა. […]

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას აფასებს და თავის სამომავლო გეგმებზე საუბრობს

By | June 3rd, 2015|Categories: ამბები|

Mikheil Saakashvili meeting with locals in Odessa (Facebook) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ახლადდანიშნული გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება უუნაროა, ქვეყნისთვის საჭირო ნაბიჯები გადადგას და დარწმუნებულია, რომ  ხელისუფლებას სწორედ მისი  პოლიტიკური ძალა ჩაანაცვლებს, რომელსაც, მისივე თქმით, „ალტერნატივა არა ჰყავს“. […]

თბილისი უკრაინას საპროტესტო ნოტას არ გაუგზავნის

By | June 3rd, 2015|Categories: ამბები|

Tamar Beruchashvili (IPN) ოფიციალური თბილისი არ აპირებს  მიხეილ სააკაშვილის ოდესის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნის გამო უკრაინას საპროტესტო ნოტა გაუგზავნოს. თუმცა, არც იმაზე ამბობენ რამეს, შეძლებს თუ არა ექსპრეზიდენტი საქართველოში დიპლომატიური პასპორტით ჩამოსვლას, როგორც უკრაინის ხელისუფლების  წარმომადგენელი. […]

სააკაშვილს მოქალაქეობას როცა გვინდა, მაშინ შევუწყვეტთ – საქართველოს მთავრობა

By | June 2nd, 2015|Categories: ამბები|

„ყველა ბერკეტი სააკაშვილმა მოგვცა ხელში. ბურთი ჩვენს მოედანზეა და ახლა ჩვენ შეგვიძლია, გადავწყვიტოთ წყნარად, დინჯად, როდის შევუწყვეტთ მას მოქალაქეობას“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. (DF Watch.) მართალია, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ამ სტატუსს კარგავს, მაგრამ ამას ფორმალური პროცედურები ესაჭიროება, რის გამოყენებასაც საქართველოს მთავრობა უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნული ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, როგორც ჩანს, არ ჩქარობს. […]

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის

By | May 30th, 2015|Categories: ამბები|

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის. ორმაგი მოქალაქეობის საკითხი კი გაურკვეველია. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ბოლო თვეების […]

საქართველოში ბავშვთა ჰოსპისი იხსნება

By | May 29th, 2015|Categories: ამბები|

ბავშვთა ჰოსპისის პროექტის განხორციელებისთვის მემორანდუმი გაფორმდა. 2016 წლის ბოლოს საქართველოში ბავშვთა ჰოსპისის გახსნა იგეგმება.  ფოსპისი თბილისში, ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. პროექტი  ფონდ „ღია საზოგადოება  – საქართველოს“,  სამედიცინო კორპორაცია „ევექსის” და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მონაწილეობით  განხორციელდება. […]

საქართველოში უმუშევრობა შემცირდა – სტატისტიკის ეროვნული სამსახური

By | May 27th, 2015|Categories: ამბები|

(DFWatch) მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით  სულ უფრო მეტი უკმაყოფილება ისმის, ოფიციალური მონაცემებით, 2014 წელს უმუშევრობა ქვეყანაში წინა წელთან შედარებით 2,2%-ით შემცირდა და ბოლო 11 წლის განმავლობაში უმუშევრობის ყველაზე  დაბალი დონე დაფიქსირებულა. ასეთი მონაცემები  გამოაქვეყნა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა.  […]

„ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულები ახალი მოძრაობის შექმნას აპირებენ – მიხეილ მაჭავარიანი

By | May 26th, 2015|Categories: ამბები|

Mikheil Machavariani (IPN) „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი „დფვოჩთან“ საუბრისას ამბობს, რომ ის ოთხი ადამიანი, რომლებმაც პარტია დატოვეს, „ახალი მოძრაობის შექმნას აპირებენ“. რატომ გადაწყვიტეს მათ პარტიიდან წასვლა, რა ინფორმაცია ჰქონდათ ამაზე თავად პარტიის შიგნით და როგორი იქნება მათი სამომავლო თანამშრომლობა, ამ საკითხთან დაკავშირებით „დფვოჩი“ მიხეილ მაჭავარიანს ესაუბრა, […]

„ნაციონალურ მოძრაობას“ აღმასრულებელი მდივანი და სამი აქტიური წევრი ტოვებს

By | May 25th, 2015|Categories: ამბები|Tags: |

პავლე კუბლაშვილი. (Interpressnews.) “ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და მასთან ერთად კიდევ სამმა აქტიურმა წევრმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ გაკეთებულა. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები  პირად საუბრებში […]

ინტენსიური გაუფასურების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო

By | May 22nd, 2015|Categories: ამბები|

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით,  ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3234  ლარი გახდა.  ქვეყანაში არსებული მცურავი  კურსის გამო კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში  კურსი შედარებით მაღალია. თუმცა, ოფიციალურ კურსად ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული კურსი ითვლება, რომელსაც  ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ბანკთაშორისი ვაჭრობის საფუძველზე ადგენს. […]

2008 წლის ომში დაჭრილი რუსი გენერალი აფხაზეთის გენშტაბის უფროსად დანიშნეს

By | May 19th, 2015|Categories: ამბები|

Anatoly Khrulyov (Rossiya 1) რუსეთის არმიის გადამდგარი გენერალი, ანატოლი ხრულიოვი, რომელიც 2008 წლის  აგვისტოს ომში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა და მძიმედ დაიჭრა კიდეც, ოკუპირებული აფხაზეთის  შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსად დაინიშნა. […]

კონსპირაციულ ვითარებაში ჩატარებული ანტიჰომოფობიური დღე

By | May 17th, 2015|Categories: უმცირესობები|

ადამიანების ჯგუფს, რომელსაც 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღნიშვნა სურდა,  მოუხდა აქციის კონსპირაციულად, საიდუმლო ადგილას დაგეგმვა, რომელიც პოლიციის მიერ იყო კონტროლირებული. […]

EBRD-მა მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

By | May 15th, 2015|Categories: ამბები|

(Interpressnews) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. როგორც EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ “რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების” ანგარიშშია აღნიშნული, […]

NDI: ხელისუფლების რეიტინგი განახევრებულია

By | May 14th, 2015|Categories: ამბები|

Tornike Sharashenidze (IPN) ხელისუფლების მიმართ იმედგაცრუება, ოპოზიციური პარტიების მიმართ უიმედობა და ზოგადად ვითარებაში გაურკვევლობა  – ასეთია NDI-ის მიერ საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის  პოლიტიკური ნაწილის შედეგი, რომელიც ოფიციალურად ოთხშაბათს გამოქვეყნდა. […]

სუმა ჩაკრაბარტი: EBRD სრულად უჭერს მხარს საქართველოს „ეროვნული ბანკის“ მონეტარულ პოლიტიკას

By | May 13th, 2015|Categories: ამბები|

EBRD-ის პრეზიდენტი სუმა ჩაკრაბარტი საქართველოს „ეროვნული ბანკის“ საქმიანობას დადებითად აფასებს საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ უფასურდება და  იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება ამ საკითხს მნიშვნელოვან პრობლემად არ მიიჩნევს, მაინც „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტს ადანაშაულებს არასწორი პოლიტიკის გატარებაში. […]

NDI: საქართველოს მოსახლეობისთვის ეკონომიკურმა პრობლემებმა ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გადაწონა

By | May 12th, 2015|Categories: ამბები|

Presentation of the poll (NDI) საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად სამუშაო ადგილებს, ფასების ზრდას და სიღარიბეს ასახელებს, – ასეთია  NDI-ის ბოლო  სოციოლოგიური  კვლევის შედეგი.  აქამდე კი მოსახლეობა ყველა კვლევაში ნომერ პირველ ეროვნულ საკითხად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს ასახელებდა და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ეკონომიკურმა და სოციალურმა პრობლემებმა დაძლია. […]

სელექციური აბორტის შედეგად 1990-2010 წლებში 25,000 გოგონა „გაქრა“

By | May 6th, 2015|Categories: ამბები|

საქართველოს ოჯახების 46 პროცენტი ისურვებდა, რომ გოგოს ნაცვლად ბიჭი ჰყოლოდათ (9 პროცენტს, პირიქით, გოგონა ურჩევნია), ხოლო ბევრი ქალი აღიარებს, რომ სქესის შერჩევის მიზნით აბორტი ერთხელ მაინც გაუკეთებია. გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლობის (UNFPA) […]

პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის გადმოცემაზე პასუხი კვლავ არ მიუღიათ

By | May 3rd, 2015|Categories: ამბები|

(Facebook) საქართველოს ხელისუფლება ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სამართლებრივ დევნას ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე აგრძელებს და მხოლოდ ერთჯერადი განცხადებებით შემოიფარგლება. […]

ქუჩების ბატონ-პატრონები და მათი დიდი შავი მანქანები

By | April 28th, 2015|Categories: ამბები|

Photo from the campaign დასავლეთ ევროპის ქალაქებში სამოძრაოდ ხალხი პატარა, ეკონომ-კლასის მანქანებს ირჩევს, თბილისი კი სავსეა უზარმაზარი ჯიპებით, რომლებიც ქალაქგარეთ, უგზოობაზე გადაადგილებისთვის უფრო გამოდგება, ვიდრე დედაქალაქის აუტანელი საცობების გავლით სამსახურში სასიარულოდ. […]

“ჩვენ კარგად ვართ” – სირიაში გაპარული პანკისელი ბიჭები ოჯახებს დაუკავშირდნენ

By | April 14th, 2015|Categories: ამბები|

(კახეთის საინფორმაციო ცენტრი) პანკისიდან სირიაში საბრძოლველად გაპარული ორი ბიჭი მშობლებს პირველად დაუკავშირდა და თავიანთი პირველი ფოტოც გამოგზავნეს. 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილი ამბობენ, რომ თავს კარგად გრძნობენ და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა ჯერ არ მიუღიათ. მათ საქართველო 2 აპრილს დატოვეს და თურქეთში გაფრინდნენ, საიდანაც სირიაში გადავიდნენ. სანამ მოულოდნელად გაუჩინარდებოდნენ, მუსლიმი და [...]

სომხები წალკაში უკეთესად გრძნობენ თავს, ვიდრე ჯავახეთში

By | April 14th, 2015|Categories: უმცირესობები|

წალკა (DFWatch) წალკა, რომელიც სამხრეთ საქართველოში მდებარეობს, დასახლებულია ეთნიკური სომხებით, ბერძნებით, აზერბაიჯანელებითა და ქართველებით, მეტწილად აჭარიდან გადმოსახლებული ეკო-მიგრანტებით. […]

ჰომოფობია საქართველოში: არის თუ არა ქართული ტოლერანტობა მითი?

By | April 3rd, 2015|Categories: უმცირესობები|

Photo: ლევან ბერიანიძე (მარჯვნიდან), თამთა მიქელაძე, ანა ლობჟანიძე საქართველოში უყვართ ტოლერანტობაზე, როგორც ეროვნული ცნობიერების ნაწილზე საუბარი, თუმცა უნარი იმისა, რომ მიიღონ და იცხოვრონ მათგან განსხავებულ ადამიანებთან ერთად მთავრდება იქ, სადაც გეი, ლესბოსელი და სხვა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები არიან. […]

წალკა – ბერძნებისგან დაცლილი ქალაქი

By | April 2nd, 2015|Categories: უმცირესობები|

წალკა,  DFWatch – წალკაში ადრე 20,000 ბერძენი ცხოვრობდა, დღეს კი მხოლოდ 1,500-მდე მათგანია შემორჩენილი. […]

86 წლის შემდეგ ბათუმის სინაგოგა ებრაელებს დაუბრუნეს

By | March 27th, 2015|Categories: უმცირესობები|

(სააგენტო 'პირველი') საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ ხუთშაბათს მიღებული  გადაწყვეტილების საფუძველზე ბათუმის სინაგოგა ებრაელთა თემს გადაეცა. ებრაული თემი ბათუმის სინაგოგის შენობაზე, რომელიც 1904 წელს ცნობილი არქიტექტორის, ლევ ვოლკოვიჩის ნახაზების მიხედვით აშენდა, მმართველობისა და მფლობელობის უფლებას დიდი ხანია, ითხოვდა. საბჭოთა მთავრობამ ეს სინაგოგა 1929 წელს დახურა. იმ წლიდან მოყოლებული შენობაში  სხვადასხვა სპორტული ორგანიზაცია ფუნქციონირებდა. [...]

ნაადრევი ქორწინებების პრევენცია ქვემო ქართლში

By | March 25th, 2015|Categories: უმცირესობები|

სამირა ბაირამოვა. (DF Watch) მარნეული, DFWatch – „კაცები ფიქრობენ, რომ გოგონა ჯერ კიდევ ბავშვია, არაფერი არ იცის და ეს მისთვის კარგიცაა,“ ამბობს სამირა ბაირამოვა, რომელიც მარნეულში ქალთა უფლებების დაცვის კუთხით  მუშაობს, უფრო კონკრეტულად კი არასრულწლოვანი  გოგონების ნაადრევად გათხოვებისგან დაცვას ცდილობს. […]

აჭარის მთავრობა მუსლიმებს ახალი მეჩეთის ნაცვლად ძველის გაფართოებას სთავაზობს

By | March 25th, 2015|Categories: უმცირესობები|

ბათუმის მეჩეთი (DFWatch) ბათუმი, DFWatch – აჭარის მთავრობა ადგილობრივი მუსლიმებისთვის ორი შენობის შეძენას გეგმავს. ერთ-ერთში საბავშვო პანსიონი განთავსდება, მეორეში კი სამუფთო რეზიდენცია. გადაწყვეტილების მიზანია, ბათუმის ერთადერთ ორთა ჯამეს მეჩეთში ადგილი გამოთავისფულდეს, რადგანაც ათწლეულებია, მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს. […]

პანკისის არაფორმალური ლიდერები არასრულწლოვანთა ქორწინების წინააღმდეგ

By | March 17th, 2015|Categories: უმცირესობები|

DFWatch პანკისი, DFWatch – ერთი თვის წინ პანკისის ხეობაში 13 წლის გოგონა მშობლების თანხმობით 23 წლის მამაკაცზე დაქორწინდა. ხეობაში მოქმედი ორი მნიშვნელოვანი არაფორმალური ორგანო, უხუცესთა საბჭო და ახლადშექმნილი ქალთა საბჭო, ამ ფაქტით შეშფოთებულია და მომავალში მსგავსი ფაქტების აღკვეთის შესაძლო გზებს  განიხილავენ. […]

რა იწვევს გენდერულ უთანასწორობას შრომით ბაზარზე

By | March 16th, 2015|Categories: ამბები|

ჭიათურელი ქალები (მარი ნიკურაძის ფოტო) თბილისი, DFWatch – საშუალოსტატისტიკური ქალის შემოსავალი საქართველოში მამაკაცის შემოსავლის 2/3-ს შეადგენს, რაც შრომის ბაზარზე არსებული სეგრეგაციითა და გენდერული როლების ტრადიციული აღქმითაა გამოწვეული. […]

სექსუალურ იდენტობაზე კონფერენციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა

By | March 11th, 2015|Categories: უმცირესობები|

(DF Watch) თბილისი, DFWatch – თბილისში სექსუალური ორიენტაციის საკითხებთან დაკავშირებულმა კონფერენციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, მიუხედავად კონსერვატიული ჯგუფის მიერ დაანონსებული საპროტესტო აქციისა. […]

მესხებს საქართველოში ბინადრობის ნებართვას არ აძლევენ

By | March 11th, 2015|Categories: უმცირესობები|

იუსტიციის სახლი თბილისში (ინტერპრესნიუსი.) თბილისი, DFWatch – სამშობლოში დაბრუნებული მაჰმადიანი მესხების უფლებებს, რომლებიც ბინადრობის ნებართვის  მიღებისას პრობლემებს აწყდებიან, ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები სასამართლოში დაიცენ. […]

აქტივისტები გენდერული კვოტირების სისტემის შემოღებას ითხოვენ

By | March 9th, 2015|Categories: უმცირესობები|

‘მეტი ქალი პარლამენტში’ (DF Watch) თბილისი, DFWatch – ქალები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას – 53 პროცენტს – შეადგენენ, თუმცა პოლიტიკაში ძალიან მცირედ არიან წარმოდგენილი, აცხადებენ ქალთა მოძრაობის აქტივისტები. […]

საქართველო რელიგიური უმცირესობების დაფინანსებას აორმაგებს

By | February 24th, 2015|Categories: უმცირესობები|Tags: , |

კათოლიკეების შუაღამის მესა თბილისში. (DF Watch.) თბილისი, DFWatch – საქართველოს მთავრობა ტრადიციული რელიგიური ჯგუფებისთვის 3.5 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს და აპირებს, ტოლერანტობის იდეას თბილისის ცენტრში ახალი სკვერი მიუძღვნას. როგორც ადრე […]

ისლამის სპეციალისტი საქართველოში ისლამოფობიის ზრდას არ ადასტურებს

By | February 23rd, 2015|Categories: უმცირესობები|Tags: |

რუსლან ბარამიძე (მარცხნივ) საველე სამუშაოების წარმოებისას იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიოს პრესა სავსეა სტატიებით ისეთ ტერორისტულ დაჯგუფებზე, როგორიცაა ისლამური ხალიფატი და ბოკო ჰარამი, ბევრ ქვეყანაში მაჰმადიანად ყოფნა საკმაოდ რთულია. საქართველოში ამ რელიგიას […]

პანკისში „შარლი ებდოს“ კარიკატურები გააპროტესტეს

By | January 20th, 2015|Categories: უმცირესობები|

საპროტესტო აქცია დუისში („ინტერპრესნიუსი“) პანკისის ხეობის მაცხოვრებლებმა ორშაბათს ფრანგული სატირული გაზეთის, „შარლი ებდოს“ წინააღმდეგ, რომელმაც 14 იანვარს მოციქულ მუჰამედის ამსახველი კარიკატურა გამოაქვეყნა, საპროტესტო აქცია გამართეს. […]

დასუსტებული რუბლი და საიმიგრაციო კანონი ჯავახეთის სომხებს მძიმე მდგომარეობაში აგდებს

By | January 8th, 2015|Categories: უმცირესობები|Tags: , |

სომხური ანბანის შემქმნელის, მესროპ მაშტოცის ძეგლი ახალქალაქში. („ინტერპრესნიუსი“) საქართველოს სამხრეთ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური სომხებისთვის მძიმე ზამთარი დადგა. რუბლის დაცემის გამო ნაკლებ თანხას აგზავნიან ნათესავები, რომლებმაც სამუშაო რუსეთში იპოვეს. საქართველოს ახალი […]