Monday, August 18, 2025

სოხუმის სასამართლომ კვიცინიას სარჩელი უარყო – ხაჯიმბა ახალი დე ფაქტო პრეზიდენტია

აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ პარასკევს არ დააკმაყოფილა „პრეზიდენტობის“ კანდიდატ ალხაზ კვიცინიას სარჩელი, რომელიც მეორე ტურის შედეგების გაუქმებას და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ კვიცინიას მხარე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, უკვე ნათელი ხდება, რაულ ხაჯიმბამ არჩევნები მოიგო. შეგახსენებთ, რომ მეორე ტურში მან ხმების 47,39% მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ალხაზ კვიცინიამ კი სულ რაღაც … Read more

კვიცინია სოხუმში ხვალ დიდ სახალხო კრებას იწვევს და „არჩევნების“ შედეგის გაუქმებას ითხოვს

აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის ოპოზიცია სამშაბათს სოხუმში დიდი სახალხო კრების მოწვევას გეგმავს, რაც სასამართლო სხდომის პარალელურად უნდა გაიმართოს, რომელიც „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში დამარცხებული კანდიდატის, ალხაზ კვიცინიას სარჩელს განიხილავს. კვიცინია და მისი მხარდამჭერი ოპოზიციური ძალები მეორე ტურის შედეგის გაუქმებას მოითხოვენ იმ მოტივით, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მიიღო. (შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო … Read more

ტელეკომპანია "იმედს" ოპერატორები ტოვებენ

როგორც DFWatch-ს ტელეკომპანია “იმედის” ოპერატორებმა უთხრეს, მათ შეთავაზება ნიკა გვარამიას “მთავარი არხისგან” მიიღეს, სადაც მეტ ანაზღაურებას ჰპირდებოდნენ. როგორც თავად ოპერატორები DFWatch-თან საუბარში აღნიშნავენ, გადასვლის გადაწყვეტილების მიღებამდე, ესაუბრნენ “იმედის” ხელმძღვანელობას და ანაზღაურებით მომატება სთხოვეს, თუმცა უსახსრობის მოტივით უარი მიიღეს. “ნაწილმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და არხს თვის ბოლოს დატოვებს. ნაწილი ფიქრობს, თუმცა თუ ანაზღაურების გაზრდა არ მოხდება, … Read more

ხაჯიმბას მოწინააღმდეგემ მეორე ტურის წინ სერიოზული ფორა მოიპოვა

დე ფაქტო პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ოლეგ არშბას შტაბი, „არჩევნების“ მეორე ტურში მხარს ალხაზ კვიცინიას დაუჭერს. ამის შესახებ 5 სექტემბერს, ორი კანდიდატის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. „შეხვედრის დროს მხარეები მართლაც შეთანხმდნენ ყველა საკითხზე. ამრიგან მეორე ტურში მხარს ალხაზ კვიცნიას დავუჭერთ“, – აღნიშნეს შტაბის წევრებმა. იქამდე ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა … Read more

გალის სკოლებში სწავლა "სიურპრიზების" გარეშე დაიწყო

გალის რაიონის სკოლებში, სასწავლო პროცესი დაიწყო. ოფიციალურად, სასწავლო წელი 2 სექტემბერს გაიხსნა, თუმცა ეს დღე მთლიანად სადღესასწაულო ღონისძიებებს დაეთმო, უშუალოდ სასწავლო პროცესი კი 3 სექტემბერს განახლდა. როგორც DFWatch-თან საუბარში გალელი მასწავლებლები აცხადებენ, მიმდინარე სასწავლო წელს დე ფაქტო განათლების სამინისტროსგან ჯერ არანაირი ახალი შეზღუდვა არ მიუღიათ. “ქართული ისედაც როგორც უცხო ენა, ისე ისწავლება, სხვა სახის რამე … Read more

ულტიმატუმი არ შესრულდა, ცხინვალის ხელისუფლებამ ესკალაციას ტონის შერბილება არჩია

მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალის რეჟიმის ულტიმატუმი არ შეასრულა, ამას კონფლიქტის ზონაში გართულებები პარასკევს არ მოჰყოლია. სიტუაციის გასანეიტრალებლად სოფელ წნელისში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. მართალია ის უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ამავე დროს, ქართული ბლოკ-საგუშაგოს პირისპირ ცხინვალი თავად აგებს პოსტს. როგორც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, … Read more

„არჩევნების“ მეორე ტურში ერთმანეთს ხაჯიმბა და კვიცინია დაუპირისპირდებიან

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა და პარტია „ამცახარას“ ლიდერი ალხაზ კვიცინია დაუპირისპირდებიან. „ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და მივიყვანთ მეორე ტურს ბოლომდე“, – აღნიშნა ალხაზ კვიცინიამ. სოხუმის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხაჯიმბამ 20 304 ხმა მოიპოვა, კვიცინიამ – 19 032. მათივე ცნობით, „საარჩევნო“ პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ხმის მიცემის პარალელურად, არჩევნებზე … Read more

რა გზავნილებით მიმართავენ გალელებს „საპრეზიდენტო“ არჩევნების წინ კანდიდატები

დღეს აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს აირჩევენ. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არ აქვს გალის ქართველ მოსახლეობას, რომელსაც აფხაზური პასპორტები გაუუქმდა და საქართველოს მოქალაქეობის ქონის გამო, „აფხაზური კანონით“ ახლის აღება ეკრძალება. მიუხედავად იმისა, რომ გალი საარჩევნო პროცესებიდან თითქმის სრულად ჩამოშორებულია, დე ფაქტო პრეზედენტების წინასაარჩევნო შეხვერებზე მათი საკითხი მაინც მწვავედ იდგა. კერძოდ, ოპოზიციური კანდიდატი, პარტია „ამცახარას“ ლიდერი ალხაზ … Read more

აფხაზეთიდან გადმოსვლაზე შეზღუდვა ისევ მოქმედებს, თუმცა ქრთამი ოკუპირებულ ტერიტორიასაც ანათებს

გალის დე ფაქტო საზღვარზე მიმოსვლა ოფიციალურად ჯერ კიდევ არ აღდგენილა, თუმცა ქრთამით მანც შესაძლებელია. როგორც DFWatch-ს გალის რაიონის მკვიდრებმა განუცხადეს, ქრთამის ოდენობა 1 000 რუსული რუბლიდან (45 ლარი) იწყება. „18-დან 60 წლამდე კაცებს გადასვლა ეკრძალებათ, შემოსვლა არა. თუმცა ვისაც გადასვლა უნდა, იხდის ფულს და ჩვეულებრივად გადადის. დღემდე გაუგებარია რატომ დარჩა მსგავსი შეზღუდვა, მაგრამ ფაქტია რომ … Read more

მოსამზადებელი პროგრამით სტუდენტი გახდა 137 აბიტურიენტი გალიდან და 2 ცხინვალის რეგიონიდან

სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში, 142 აბიტურიენტიდან, სტუდენტი 139 გახდა. როგორც DFWatch-ს გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნონა შონიამ გაუცხადა, ჩარიცხულთაგან 137 გალელია, ცხინვალის რეგიონიდან კი მხოლოდ ორი. „დარეგისტრირებულებიდან ერთმა ეროვნულების ჩაბარება არჩია, ორმა პირადი გადაწყვეტილებით უარი თქვა და არ იარა მოსამზადებელში, შესაბამისად, გალიდან შიდა გამოცდებზე 137 ბავშვი გავიდა და დადებითი შეფასება მიიღო. დაემატა ორი ცხინვალელი … Read more