სოფელი იორმუღანლო კახეთში, მდინარე ივრის ნაპირას მდებარეობს. 2002 წლის აღწერის მიხედვით, სოფელში 2000-მდე მოსახლეა, უმეტესობა ეთნიკურად აზერბაიჯანელი.
ოჯახების ძირითად შემოსავალს მეცხვარეობა წარმოადგენს. ახლად დაკლული ცხვრის სისხლის კვალი ყველა ქუჩის კუთხეში ჩანს, განსაკუთრებით პარასკევობით, რადგანაც პარასკევი აქ, ისევე როგორც საქართველოს ბევრ სხვა სოფელში, ბაზრის დღეა.
პარასკევს დილით სოფლის შესასვლელში გზის მარჯვენა მხარეს დიდი ბაზრობა ეწყობა. ხალხი ძირითადად ხილსა და ბოსტნეულს ყიდის, ასევე ხორცს და რძის პროდუქტს, თუმცა ალაგ-ალაგ შეიძლება ტანსაცმლის და საოჯახო ნივთების შეძენაც.

იორმუღანლოს ბაზრის მცველი (მარი ნიკურაძის ფოტო)
ეს ადამიანი ბაზრობის ტერიტორიას იცავს. მაშინაც კი, როცა ყველა მიდის და ადგილი ცარიელდება, ის თავის ვაგონშია და ამ ადგილს ქურდობისგან ყარაულობს. გვთხოვა, ოდესმე ფოტო გამომიგზავნეთ, ჩემს ვაგონში რომ დავკიდოო.

ძაღლები ბაზრობის დასრულების შემდეგ საკვებს ეძებენ (მარი ნიკურაძის ფოტო)
შუადღის შემდეგ ბაზრობა ცარიელია. ძაღლები დადიან, საკვებს ეძებენ. ეს უსახლკარო ადამიანი ყოველ პარასკევს ბაზრობის შემდეგ მოდის, რომ მოაგროვოს საკვები და სხვა რაიმე სასარგებლო ნივთი, რომლებიც ცხოვრებისთვის გამოადგება.

უსახლკარო კაცი ბაზრობის ადგილას ასევე საკვებსა და სხვადასხვა მისთვის საჭირო ნივთებს ეძებს. (მარი ნიკურაძის ფოტო.)

ამ ფერმერს, არც მეტი არც ნაკლები, 60 ცხვარი ჰყავს. (მარი ნიკურაძის ფოტო.)
ამ ფერმერს 60 ცხვარი ჰყავს და ათამდე ძროხა და ხბო. ცხვრები ეზოში გამოიყვანა, რომ გვენახა და ფოტოები გადაგვეღო. სოფელში ბაღების უმეტესობა სრულიად ცარიელია. არც ხეებია დარგული, არც მაგიდები და სკამები დგას, არც ბალახი და ყვავილებია. შეიძლება, ერთი-ორი ხე იდგეს და, როგორც წესი, თითო-ოროლლა ქათამი დაბოდიალობს ამ ცარიელ ეზოებში.

(მარი ნიკურაძის ფოტო.)

იორმუღანლოელი აზერბაიჯანელების ოჯახი ჩაის ტრადიციული სამოვარიდან მიირთმევს. (მარი ნიკურაძის ფოტო.)
ამ ოჯახმა ტრადიციული სამოვარი გვაჩვენა, რომელსაც ჩაის ასადუღებლად დღემდე იყენებენ. ოჯახში ორი ბავშვია. შემოსავლისთვის 20 ძროხა და რამდენიმე ცხვარი ყავთ და რძესა და რძის პროდუქტებს ყიდიან.

(მარი ნიკურაძის ფოტო.)

(მარი ნიკურაძის ფოტო.)
საღამოობით მამაკაცები ეზოებში გამოდიან და ნარდს თამაშობენ.

(მარი ნიკურაძის ფოტო.)

(მარი ნიკურაძის ფოტო.)

(მარი ნიკურაძის ფოტო.)
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.