გალში აფხაზური ენის სწავლება ბაღებშიც დაიწყო, ამის შესახებ DFWatch-ს ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა აცნობეს.

„ბაღებში რუსული სწავლებაა, აფხაზური დაუწყიათ ერთი თვეა, მე კი მხოლოდ ახლა გავიგე. საჭიროდ არავინ ჩათვალა, რომ წინასწარ ეცნობებიათ მშობლებისთვის. მასწავლებელი ვნახე შემთხვევით და მოვიკითხე, სხვაგვარად ალბათ ვერც გავიგებდი. სიტყვებს ასწავლიან, ბავშვი სამი წლისაა, ჯერ რუსულის ათვისება უჭირს, აფხაზურის სწავლას როგორ შეძლებს, არ ვიცი. სახლში ქართულად ვესაუბრები“, – განუცხადა DFWatch-ს ერთ-ერთი აღსაზრდელის მშბელმა.

ცნობისთვის, გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში სულ 9 სავბავშო ბაღია: ოქუმში, მზიურში, სიდაში, ზემო ბარღებში, ქალაქში – 2, ჩეღალში, საბერიოში, ჭუბურხინჯში. აღსაზრდელთა რაოდენობა 550-მდეა.