“სასწრაფო დახმარება დროულად რომ მოსულიყო, ჩემი შვილი გადარჩებოდა”, – ამბობს ფაიგა ალიევა. მისი შვილი, სეიმური ავარიაში დაიღუპა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, რომელიც მარნეულის რაიონის სოფელ ქირაჩმუღანლოში 2 თვის წინ მოხდა, სასწრაფო დახმარების მანქანა მყისიერად გამოიძახეს. ფაიგა ალიევას თქმით, სასწრაფო შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან საათნახევარში მივიდა.