„ერთდროულად 8 სოფელს ეკიდა ცეცხლი“ – გალელები ხანძრისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
დამწვარი სახლი ზემო ბარღებში. რამდენიმე სახლი ხანძრის პირველივე დღეს, 5 იანვარს დაიწვა. სახანძროები არა მარტო გალიდან, სოხუმიდანაც მოვიდნენ, თუმცა ხანძარს უკვე ისეთი მასშტაბი ჰქონდა, ვერ გაუმკლავდნენ. როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაიწვა სახლები, თხილნარი, ბაღები, საქონლის სადგომები და საძოვრები. ზარალი ძალიან დიდია, თუმცა მსხვერპლი არ არის. მადლიერებას გამოხატავენ ადგილობრივი, გალელი მაშველების მიმართ, რომლებიც საათების განმავლობაში შეუსვენებლად ებრძოდნენ ცეცხლს. [...]