ორი ქართველი მოჭიდავე ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონი გახდა
13 სექტემბერს თბილისში დაწყებულ მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ გიორგი შოთაძე (50 კგ წონით კატეგორიაში) და ლერი აბულაძე (54 კგ წონით კატეგორიაში). ლერი აბულაძე 2014 წლის ვერცხლის პრიზიორიცაა. […]