აგვისტოს ომში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები ოჯახებს გადასცეს

By | March 26th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

(Palitranews) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ოჯახებს გადაეცა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ნეშტების გადმოსვენება მიმდინარე წლის 19 მარტს წითელი ჯვრის  საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით განხორციელდა. დაღუპულების სამარხის გახსნა და ნეშტების ექსგუმაცია მოხდა 2017 წლის ოქტომბერში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ თამარაშენის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ნეშტებს ჩაუტარდათ ექსპერტიზა საერთაშორისო ლაბორატორიაში ხორვატიის ქალაქ [...]