ოკუპირებულ აფხაზეთში ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხად ბოლო წლებია დემოგრაფიული პრობლემები და შობადობის შემცირება სახელდება და მუდმივად ამას განიხილავს ყველა – დე ფაქტო ხელისუფლება, აფხაზი ექიმები და ადგილობრივი მედია. გასულ წელს სოხუმის მთავარი საავადმყოფოს დირექტორმაც განაცხადა, რომ შობადობა 25%-ითაა შემცირებული და ზომებია მისაღები.