გალში ქართულად სწავლა კიდევ უფრო შეიზღუდა

By | September 3rd, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , , |

From the school in Gali (Dfwatch) ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ახალი სასწავლო წელი უკვე დაიწყო და გალის რაიონის სკოლებში ქართულად სწავლა კიდევ უფრო შეიზღუდა. თუ ზოგიერთ სკოლაში რუსულად სწავლება აქამდე მე-4 კლასის ჩათვლით ხდებოდა, ახლა ეს წესი მე-5 კლასზეც ვრცელდება. ასევე კონტროლდება ის, რომ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ქართულად სკოლის კლუბებსა და ეზოშიც კი არ ისაუბრონ, არც ქართული სიმღერა და ცეკვაა საჯაროდ ნებადართული. გალში ქართველებისთვის საუბარი მხოლოდ მეგრულად და რუსულადაა დაშვებული. […]