„ფოტოგრაფების საქმეზე“ ერთი დააკავეს, მეორეზე ძებნაა გამოცხადებული
მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე გახსნა და ორი ადამიანის მიმართ სს დევნა დაიწყო. მათგან ერთი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი დაკავებულია, ხოლო გლდანის N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის (მეტსახელად „ქილერა“) მიმართ გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდების შესახებ. მუხაძეს 9-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად უკვე მისჯილი აქვს და ინტერპოლით იძებნება. ამავდროულად, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება ჯაშუშობის ბრალდებული ფოტორეპორტიორების [...]