ტყემალაძისა და ხუნდაძის ახლობელ-ნათესავები კომუნიკაციების კომისიაში
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის ერთ-ერთ სამსახურში, რომელიც მხოლოდ 2 წელია შეიქმნა და სადაც შრომის ანაზღაურება საკმაოდ მაღალია, სულ 9 ადამიანი მუშაობს, მათგან 5 თანამშრომელი კი „ქართული ოცნების“ დეპუტატების ზურაბ ტყემალაძისა და დიმიტრი ხუნდაძის ოჯახის წევრები და ოჯახის მეგობრები არიან. მათ ხელფასებისა და პრემიების სახით 2015 წელს ჯამში 406 073 ლარი აქვთ მიღებული, თითოეულს თვეში დაახლოებით – 3 700 ლარი. […]