სოხუმში შობადობის შემცირებაზე შფოთავენ, თუმცა „ოფიციალური“ სტატისტიკით აფხაზების რაოდენობა მაინც იზრდება
ოკუპირებულ აფხაზეთში ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხად ბოლო წლებია დემოგრაფიული პრობლემები და შობადობის შემცირება სახელდება და მუდმივად ამას განიხილავს ყველა – დე ფაქტო ხელისუფლება, აფხაზი ექიმები და ადგილობრივი მედია. გასულ წელს სოხუმის მთავარი საავადმყოფოს დირექტორმაც განაცხადა, რომ შობადობა 25%-ითაა შემცირებული და ზომებია მისაღები. […]