ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას „ოცნების“ გარდა ყველა პარტია აპირებს
ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას საარჩევნო პროგრამებში თითქმის ყველა პარტია დებს და მეტ-ნაკლებადაც მიმოიხილავს კიდეც – სახელისუფლებო პარტიის გარდა. მათ პროგრამაში ბიუროკრატიული და არაეფექტიანი ხარჯების შემცირება ლოზუნგის დონეზე კი ჟღერს, მაგრამ არ არის მოყვანილი კონკრეტული ფაქტები, რითიც ამას აპირებენ. თუმცა, კონკრეტულ, ამომწურავ ფაქტებს, სამწუხაროდ, კიდევ ბევრი პარტია არ გვთავაზობს. […]