საკონსტიტუციომ „რუსთავი 2“-ის სარჩელი დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის საკონსტიტუციო სარჩელები დააკმაყოფილა – ანტიკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული ნორმა დაუყოვნებლივ აღსრულებაზე და ის ნორმა, რის საფუძველზეც მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველები დანიშნა. სასამართლომ გადაწყვეტილება პარასკევს, 30 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში გამოაცხადა. […]