სოხუმის რეჟიმი ლუკავას სანაცვლოდ რუსი დიპლომატის მკვლელის გადაცემას მოითხოვს
იუსუპ ლაკაევი. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, რომელმაც თბილისს ორი კვირის წინ 20-წლით პატიმრობა მისჯილი ყოფილი სამხედრო გიორგი ლუკავა გადმოსცა, მოითხოვს, რომ სანაცვლოდ სოხუმს საქართველოს ტერიტორიაზე მიმალული დამნაშავეები გადაეცეს, მათ შორის 5 წლის წინ სოხუმში რუსი დიპლომატის, დიმიტრი ვიშერნევის მკვლელობაში ბრალდებული იუსუპ ლაკაევი, რომელიც სასჯელს ქართულ ციხეში იხდის. […]