ცხინვალის ლიდერის ვოიაჟმა ბოსნიელი სერბები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა
ანატოლი ბიბილოვი და სერბეთის პატრიარქი ირინეოსი. მოგვიანებით პატრიარქმა განაცხადა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტს როგორც კერძო პირს ისე შეხვდა და მისი ვინაობა არ იცოდა. (ბიბილოვის ადმინისტრაციის ფოტო) ცხინვალი რეჟიმის ხელმძღვანელი ბოსნა-ჰერცოგოვინას სერბთა ავტონომიაში 8-13 იანვარს იმყოფებოდა, შეხვდა მის მეთაურს მილორად დოდიკს და სერბეთის პატრიარქ ირინეოსს. […]