„ზომიერად“ წარმატებული ოლიმპიადა
გენო პეტრიაშვილი 31-ე ოლიმპიური თამაშები რიო-დე-ჟანეიროში კვირას, 21 აგვისტოს დასრულდა. 7 მედალი – აქედან 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო – ასეთი შედეგით დაასრულა საქართველოს ნაკრებმა წლევანდელი ოლიმპიადა და მედლების რაოდენობის მიხედვით, რეკორდული მაჩვენებელი, კერძოდ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის შედეგი, გაიმეორა. თუმცა იმ განსხვავებით, რომ ქართველმა სპორსტმენებმა რიოში ორი ოქროს მოპოვება შეძლეს, ლონდონში კი მხოლოდ ერთს დასჯერდნენ. საერთოდ, ოქროს მედლებით ყველაზე ნაყოფიერი პეკინის 2008 წლის ოლიმპიადა იყოს, საიდანაც ქართველებმა სამი ოქრო ჩამოიტანეს. […]