საქართველოში ყველას შეეძლება 50 ლარად მანქანის რადიაციულ დაბინძურებაზე შემოწმება
გარემოს დაცვის სამინისტრო მძღოლებს, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი ავტომანქანის რადიაციულ დაბინძურებაზე შემოწმება შეუძლიათ. ეს მომსახურება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში ოთხშაბათიდან, 17 აგვისტოდან დაინერგა და, ძირითადად, იაპონიიდან შემოყვანილ ავტომანქანებს ეხება. […]