საქართველომ ცხინვალის რეჟიმს არაოფიციალური ემბარგო დაუწესა?!
(cominf.org) უკვე სამი კვირაა, რაც ოკუპირებულ ახალგორში თბილისიდან და გორიდან გასაყიდი ტვირთების შეტანა არ ხდება, რის გამოც ცხინვალის რეგიონში ხილისა და ბოსტნეულის დიდი დეფიციტია და ფასებიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ახალგორში ამბობენ, რომ ეს სანქცია თბილისმა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო დააწესა. […]