დეკრიმინალიზაცია ლეგალიზაციის სინონიმი არ არის
მიხეილ კაზაჩკინი არის ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წევრი, შიდსის, ტუბერკულოზის და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი. ნარკოტიკული საშუალებების შესახებ კანონმდებლობის რეფორმირების მიზნით საქართველოს პარლამენტი ამჟამად იმედისმომცემ დებატებშია ჩართული, რასაც შესაძლოა ნარკოტიკების გამოყენების და ფლობის დეკრიმინალიზაცია და ქვედა დონის ნარკოდილერებისთვის ალტერნატივების გამოძებნა მოჰყვეს. […]