20-მა არასამთავრობომ კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ დააფუძნა
კოალიციის ლოგო როგორც დამფუძნებლები აცხადებენ, კოალიციის მიზანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულ პატივისცემაზე დაფუძნებული, ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოს მშენებლობაა. წევრი ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის მხარდასაჭერად. მათ ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილის კონსოლიდაცია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის. კოალიციის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია [...]