დავით კიკალიშვილმა „რუსთავი 2“ და საქართველო დატოვა
(ipn) „რუსთავი 2“–ის გადაცემა PS-ის ავტორმა და წამყვანმა დავით კიკალიშვილმა, რომელიც არხზე 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა, სამსახური დატოვა და ამის შესახებ 18 დეკემბერს, პირდაპირ ეთერში განაცხადა. როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ის საცხოვრებლად უცხოეთში მიემგზავრება. „პირადი ხასიათის მიზეზის გამო მე პოსტსკრიპტუმის ავტორი და წამყვანი აღარ ვიქნები და საქართველოშიც აღარ ვიცხოვრებ. მიჭირს ამ სიტყვების თქმა, რადგანაც 20 წელზე მეტია [...]