კვიცინია

სოხუმის სასამართლომ კვიცინიას სარჩელი უარყო – ხაჯიმბა ახალი დე ფაქტო პრეზიდენტია

By | September 20th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , , |

აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ პარასკევს არ დააკმაყოფილა „პრეზიდენტობის“ კანდიდატ ალხაზ კვიცინიას სარჩელი, რომელიც მეორე ტურის შედეგების გაუქმებას და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ კვიცინიას მხარე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, უკვე ნათელი ხდება, რაულ ხაჯიმბამ არჩევნები მოიგო. შეგახსენებთ, რომ მეორე ტურში მან ხმების 47,39% მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ალხაზ კვიცინიამ კი სულ რაღაც 1,22%–ით [...]

კვიცინია სოხუმში ხვალ დიდ სახალხო კრებას იწვევს და „არჩევნების“ შედეგის გაუქმებას ითხოვს

By | September 16th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის ოპოზიცია სამშაბათს სოხუმში დიდი სახალხო კრების მოწვევას გეგმავს, რაც სასამართლო სხდომის პარალელურად უნდა გაიმართოს, რომელიც „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში დამარცხებული კანდიდატის, ალხაზ კვიცინიას სარჩელს განიხილავს. კვიცინია და მისი მხარდამჭერი ოპოზიციური ძალები მეორე ტურის შედეგის გაუქმებას მოითხოვენ იმ მოტივით, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მიიღო. (შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო პრეზიდენტმა [...]

ხაჯიმბას მოწინააღმდეგემ მეორე ტურის წინ სერიოზული ფორა მოიპოვა

By | September 6th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , , , |

დე ფაქტო პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ოლეგ არშბას შტაბი, „არჩევნების“ მეორე ტურში მხარს ალხაზ კვიცინიას დაუჭერს. ამის შესახებ 5 სექტემბერს, ორი კანდიდატის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. „შეხვედრის დროს მხარეები მართლაც შეთანხმდნენ ყველა საკითხზე. ამრიგან მეორე ტურში მხარს ალხაზ კვიცნიას დავუჭერთ“, - აღნიშნეს შტაბის წევრებმა. იქამდე ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა და [...]

„არჩევნების“ მეორე ტურში ერთმანეთს ხაჯიმბა და კვიცინია დაუპირისპირდებიან

By | August 26th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა და პარტია „ამცახარას“ ლიდერი ალხაზ კვიცინია დაუპირისპირდებიან. „ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და მივიყვანთ მეორე ტურს ბოლომდე“, - აღნიშნა ალხაზ კვიცინიამ. სოხუმის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხაჯიმბამ 20 304 ხმა მოიპოვა, კვიცინიამ - 19 032. მათივე ცნობით, „საარჩევნო“ პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ხმის მიცემის პარალელურად, არჩევნებზე მისულებს, [...]

რა გზავნილებით მიმართავენ გალელებს „საპრეზიდენტო“ არჩევნების წინ კანდიდატები

By | August 25th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , , , |

რაულ ხაჯიმბა: „გალის რაიონი ერთ-ერთი საუკეთესო და მოწესრიგებული რაიონია ჩვენს რესპუბლიკაში. ამ დღეებში ბევრგან ვიყავი, გეუბნებით თქვენ და ამას ვამბობდი სხვაგანაც.“  დღეს აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს აირჩევენ. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არ აქვს გალის ქართველ მოსახლეობას, რომელსაც აფხაზური პასპორტები გაუუქმდა და საქართველოს მოქალაქეობის ქონის გამო, „აფხაზური კანონით“ ახლის აღება ეკრძალება. მიუხედავად იმისა, რომ გალი [...]

სოხუმის რეჟიმი ლუკავას სანაცვლოდ რუსი დიპლომატის მკვლელის გადაცემას მოითხოვს

By | January 5th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , , , |

იუსუპ ლაკაევი. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, რომელმაც თბილისს ორი კვირის წინ 20-წლით პატიმრობა მისჯილი ყოფილი სამხედრო გიორგი ლუკავა გადმოსცა, მოითხოვს, რომ სანაცვლოდ სოხუმს საქართველოს ტერიტორიაზე მიმალული დამნაშავეები გადაეცეს, მათ შორის 5 წლის წინ სოხუმში რუსი დიპლომატის, დიმიტრი ვიშერნევის მკვლელობაში ბრალდებული იუსუპ ლაკაევი, რომელიც სასჯელს ქართულ ციხეში იხდის.   […]