პენსიები პარტიების საარჩევნო პროგრამებში
პენსიები ის თემაა, რაზეც დაპირებებსაც წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიები ყველაზე მსუყედ გასცემენ. მათი უმეტესობა პენსიის მომატების პირობას დებს. ზოგიერთი, უფრო თამამი პარტია, ხალხს ამის გაკეთებას 2016-2017 წლებშივე ჰპირდება. ზოგიერთი პარტია კი პენსიის გაზრდაზე არ საუბრობს და მხოლოდ სისტემის რეფორმას მიიჩნევს საჭიროდ. მათი უმეტესობა დაგროვებით სისტემაზე გადასვლას გეგმავს, თუმცა ვადასთან და დეტალებთან დაკავშირებით ბევრს არაფერს ამბობს. „ქართული ოცნება“ [...]