რეჟიმი აცხადებს, რომ ქართულ უნივერსიტეტებში აფხაზეთიდან წასულ სტუდენტებს რევანშისტებად ამზადებენ
სოხუმის რეჟიმი მიიჩნევს, რომ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში აფხაზეთიდან, ძირითადად - გალიდან, წასულ სტუდენტებს რევანშისტებად ამზადებენ, ამიტომ საჭიროა მათი რიცხვის შემცირება. ამის შესახებ გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ ადგილობრივ მედიას განუცხადა. „სამწუხაროდ, გალის სკოლების კურსდამთავრებულები სასწავლებლად საქართველოს უნივერსიტეტებში მიდიან, სადაც მათ მომავალ რევანშისტებად ამზადებენ. ეს საკითხი დღეს ჩვენთან საკმაოდ მწვავედ დგას. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს ისე, [...]