უფლებადამცველები 16 წლის გოგონას გაუპატიურების არაეფექტურ გამოძიებაზე საუბრობენ
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საგამოძიებო უწყებების მხრიდან მარნეულში არასრულწლოვანის გაუპატიურების შემთხვევის არაეფექტურ გამოძიებაზე საუბრობს. კერძოდ, საუბარია 8 ივლისს მომხდარ 16 წლის გათხოვილი, ორსული გოგონას გაუპატიურებაზე. მისი ოჯახის წევრების ცნობით, გოგონაზე ოჯახის ნათესავმა და მეზობელმა, 47 წლის მამაკაცმა დანის მუქარით იძალადა. […]